reportiori.ge - ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელმა ორგანიზაციამ მუშაობა შეაჩერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:15
მედია
ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელმა ორგანიზაციამ მუშაობა შეაჩერა
ავტორი:
20 მარტი, 2014. 15:16

ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელმა ორგანიზაციამ მუშაობა შეაჩერა. ამ საკითხზე კომპანია თი-ვი არ-ემი" განცხადება გაავრცელა, რომელსაც „რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ: 

 

ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელმა ორგანიზაციამ თი-ვი არ-ემი" განცხადება რომლის თანახმად, კომპანიამ მუშაობა შეაჩერა.


"თავს ვალდებულად ვთვლით შეგატყობინოთ, რომ დღეს ჩვენი კომპანია იძულებულია დროებით შეაჩეროს საქმიანობა. ამის მიზეზი არსებითად ორია: პირველი - ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის გვიან ღამით დაკითხვებმა ჩვენს ოფისში, 5 და 7 პირის/გამომძიებლის მუდმივმა ყოფნამ ჩვენს ოფისში, ყველა ოთახში, დოკუმენტაციის მუდმივმა თვალიერებამ, უბრალოდ გაუსაძლისი პირობები შექმნა. თანამშრომლები არიან დათრგუნულები, თითოეული მათგანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა, რომ სამუშაო პროცესი არ შეჩერებულიყო, მაგრამ, ეს ყველაფერი ჩვენს ადამიანურ ძალებს აღემატება.


ამას გარდა, გუშინ, ჩვენმა ცხრა მოდემმა ათიდან შეწყვიტა ფუნქციონირება, ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო. დღეს ტესტები უჩვენებს, ჩვენი მოდემი ფუნქციონირებს გამართულად და ტექნიკური პრობლემა ჩვენს ოფისს მიღმაა. წინასწარ, პრობლემის სრულად გააზრებისა და შესწავლის გარეშე არ გვსურს ეს პრობლემა ვინმეს დავაბრალოთ, ამიტომაც, როგორც კი გაირკვევა პრობლემის ნამდვილი შინაარსი, ამის შესახებ სრულად შეგატყობინებთ.


ამ ორი მიზეზის გამო, იძულებული ვართ შეგატყობინოთ, რომ ოფისი აჩერებს თავის საქმიანობას, რასაც გულისტკივილით გატყობინებთ. თუმცა, გაძლევთ პირობას: ტექნოლოგიური და დამოუკიდებელი სატელევიზიო აუდიტორიის კვლევა იარსებებს საქართველოში.


საქმიანობას გავაგრძელებთ იმ დღიდან, როცა დასრულდება შემოსავლების სამსახურის მიერ ჩვენი კოპანიის შემოწმება იმ ფორმებით, როგორითაც ის ხორციელდება დღეს, და როცა გვექნება ფიზიკური შსაძლებლობა ჩვენს პარტნიორ ოჯახებთან განვაახლოთ ნორმალური ყოველდღიური ურთიერთობა", - ნათქვამია განცხადებაში.




(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016