reportiori.ge - გოგლა ჟვანია: კადრების გავრცელების მიზანი არ ვიცი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:24
პრეს-დაიჯესტი
გოგლა ჟვანია: კადრების გავრცელების მიზანი არ ვიცი!
ავტორი:
20 მარტი, 2014. 15:52

სოციალურ ქსელში გავრცელებული გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის  ფოტომასალასთან დაკავშირებით, ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ „პრაიმერთან" სატელეფონო ინტერვიუში ისაურა.


- ბატონო გოგლა, სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადეთ, რომ კადრები, რომელიც გავრცელდა უკვე ნანახი გქონდათ, სად და როდის ნახეთ ვიდეო, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა?

- გამოძიების პროცესში ვნახე.


-  არსებობს კიდევ კადრები, რომელიც საზოგადოებას არ აქვს ნანახი?

-  ამ კითხვაზე მე პასუხის გაცემა არ შემიძლია, დასრულდება გამოძიება და საზოგადოება ყველაფერს გაიგებს.


-  უკვე რამდენიმე წელია, რაც ბატონ ზურაბს ჟვანიას გარდაცვალების გამოძიება მიმდინარეობს და ჯერაც არ გახსნილა, თქვენ გაქვთ იმის იმედი, რომ გაიხსნება?

-  ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, იყო შეფერხებები პროკურორების ცვლილებების გამო, მაგრამ საბოლოდ ვფიქრობ, რომ გამოძიება მალე და ობიექტურად დასრულდება.


-  ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებთ გამოძიების შეფარხებაზე?

-  მე არავის არ ვადანაშაულებ, ყველა ყველაფერს ხედავს და ამ თემაზე მეტი საუბარი არ მინდა.


- კადრებს, რომელიც გავრცელდა, ეწერასააკაშვილმა მოკლა ჟვანია", თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს? რამე კავშირშია ექსპრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან?

-  ვერ გეტყვით, გამოძიების დასრულებას დაველოდოთ და ყველაფერი მაშინ იქნება ნათელი.


- თქვენი აზრითვის შეეძლო გაევრცელებინა ეს ვიდეო, ვის ინტერესებში შედიოდა?

- არ ვიცი, აზრზე არ ვარ და არც მიზანი არ ვიცი ამ ვიდეოს გავრცელების.


-  ამბობენ, რომ ამ ვიდეოს გავრცელებით ივანიშვილის და მარგველაშვილის სკანდალი გადაფარეს, თქვენ როგორ ფიქრობ?

- არა მგონია ასე იყოს, კავშირს ვერ ვხედავ!


შეგახსენებთ, რომ YouTube"-ზე გუშინ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების ამსახველი ფოტომასალა გავრცელდა. კადრების ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მასალა YouTube"-ზე  ჰაკიმ ფაშას სახელითაა ატვირთული.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016