reportiori.ge - რა სასწაულებს ახდენს მზესუმზირა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:20
სხვადასხვა
რა სასწაულებს ახდენს მზესუმზირა?
ავტორი:
20 მარტი, 2014. 15:40


თუ მზესუმზირა ძალიან გიყვართ, თქვენ უკვე აღარ მოგიწევთ მასზე უარი თქვათ, რადგან ის ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს. მას შეუძლია თმის ღერიდან ფეხის ტერფამდე შეგცვალოთ. გთავაზობთ მზესუმზირის სასარგებლო თვისებათაგან რამდენიმეს:


1. ის აკონტროლებს უჯრედთა მდგომარეობას და მას კვდომის საშუალებას არ აძლევს, რაც სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ მზესუმზირის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით სელენს, ეს ნივთიერება კი უკვე დადასტურდა, რომ კიბოს მტერია.


2. ის შეიცავს მინერალებს, რომლებიც აუმჯობესებენ ძვლების სტრუქტურას. გარდა კალციუმისა ძვლებს აუცილებლად ესაჭიროება მაგნიუმი და სპილენძი, მზესუმზირა კი შეიცავს ყველა ამ მინერალს. ამას გარდა, ამ მცენარის თესლში მოიპოვება ე ვიტამინი, რომელიც ამცირებს ართრიტულ ტკივილს.


3. მზესუმზირა ამშვიდებს - მაგნიუმი, რომელიც მზესუმზირის თესლში მოიპოვება ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აგარიდებთ სტრესს, დაგეხმარებათ დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვაში და ა.შ.


4. აუმჯობესებს კანის სტრუქტურას- აქაც ისევ ე ვიტამინია მთავარ როლში, რომელიც იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და დიდხანს უნარჩუნებს მას ახალგაზრდულ იერს.


5. ის ძალიან ბევრი პრობლემის პრევენციული საშუალებაა, მაგალითად ამცირებს ანთებით პროცესს, კუჭის წყლულს, კანთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასთამასა და სხვა. ეს იმიტომ, რომ მზესუმზირის თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა სახის ანტიოქსიდანტებს.


6. მხოლოდ 1/4 ჭიქა მზესუმზირა ყოველ დღე თქვენ მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ გულთან დაკავშირებული პრობლემების რისკებს- ამ პატარა თესლს შეუძლია ორგანიზმიდან გამოდევნოს ცუდი ქოლესტერინი, გააუმჯობესოს არტერიების კედლების სტრუქტურა და შემაციროს გულის შეტევის რისკები. ამიტომ ეცადეთ მზესუმზირა ყოველდღიურად მიიღოთ, შეგიძლიათ ის თქვენ სალათებსაც დაამატოთ.


თუ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობთ და თან მოხალულ მზესუმზირას ანიჭებთ უპირატესობას ეცადეთ ის უმარილოდ მიირთვათ.

lollipop.ge



(მოამზადა თეო ტაბატაძემ) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016