reportiori.ge - მძინარე კოჟორიძე-ნანაუშვილის გასაგონად: ბოდიში კაცური უნდა და არა – „ნაცური“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:55
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მძინარე კოჟორიძე-ნანაუშვილის გასაგონად: ბოდიში კაცური უნდა და არა – „ნაცური“!
20 მარტი, 2014. 19:05

ალბათ დააკვირდით, ნაცებმა ბოდიშებს მოუხშირეს.


„ძალიან მალე დაგვემსგავსეთ - ეგაა უბედურება. მართლა მიჭირს საუბრი მოსმენის უკანონობაზე, იმიტომ, რომ მე ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც თავის დროზე თვითონ ჩადიოდა უკანონობას" - ეს აკაკი ბობოხიძეა.


„ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს მოსმენები ხდებოდა და ბოდიშია მოსახდელი, მე არ მრცხვენია ბოდიში მოვიხადო, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი გრძელდება" - თავზე ნაცარს იყრის გიორგი ვაშაძე.


„მე იმის მტიცებას არ დავიწყებ, რომ ეს პრობლემა წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა, მთავარია, მოხდეს ამ სისტსემის გაუმჯობესება. 1 ოქტომბერს საზოგადოებამ მხარი დაუჭირა იმას, რომ ცუდი გაუმჯობესებულიყო და გამოსწორებულიყო". - დაუჯერებელია, მაგრამ ეს სიტყვები გიგი უგულავას ეკუთვნის.


ერთი პირი ისიც ვიფიქრე - ამათ ახლა, სადღაც ყური აქვთ მოკრული, ბოდიშს ვაჟკაცები რომ იხდიან-თქო, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.


ბობოხიძის პოზიცია მარტივად გასაგებია. კაი ხანია ხალხს უკიჟინებს - იღუპებით, ახალი მთავრობა ჩვენზე უარესიაო.


აბა ვაშაძეზე რა მოგახსენოთ? ეს განცხადება წინა საარჩევნორდ სჭირდებოდა. ჯერ კიდევ არ ჰქონდა პრაიმერის მერე მელიას სასარგებლოდ თავისი კანდიდატურა მოხსნილი.


ამ უსუსურ, ხმამაღლა გაცხადებულ სურვილებში უფრო ჩაღრმავება ნამდვილად არ ღირს. გულდასაწყვეტი სხვა რამეა.


გულდასაწყვეტია, როცა შეურაცხყოფას გაყენებენ და იმდენად პრიმიტივად გთვლიან, რომ მხოლოდ მობოდიშებით აპირებენ დაგავიწყონ ჩადენილი უმსგავსობა და დანაშაული. ამას როდისღა უნდა მივხვდეთ.


კაცური წესი ასეთია: ბოდიშს მაშინ იხდის ადამიანი, როცა მორალი სხვისი, ან მისი ღირსების გადარჩენას ეხება და არა მაშინ, როცა ეს საქმეს სჭირდება.


„საქმეს დასჭირდა" და უგულავამ მოსმენების სისტემის გაუმჯობესება მოითხოვა, ისიც დააყოლა - ტყუილია, თითქოს გამოძიებასთან არ ვთანამშრომლობ, ხომ ხედავთ, გაქცევა არც მიფიქრია. უცხოეთში წავედი და ისევ დავბრუნდიო.


ასე, ნაცებო! თქვენია ქვეყანა. ათიათასობით ადამიანს უსმენდით უკანონოდ და... იძულებით ბოდიშს იხდით.


ხვალ-ზეგ, თუ საქმეს დასჭირდება, მილიონების გაფლანგვისთვის, არჩევნების გაყალბებისთვის, ხალხის წამება-დახოცვისთვისაც მოიხდით ბოდიშს და არც ეს იქნება გულწრფელი. რა გენაღვლებათ, მალე წამებულადაც შეიძლება გამოგაცხადონ, შეგიცოდონ და არჩევნებშიც კი მოგცენ ხმა. კაცი იმედით ცოცხლობს!


დღეს ნაციონალურ მოძრაობას სწორედ ის უჭირს, რომ ხალხის მხარდაჭერა აკლია, თორემ პატრონი ჯერაც არ გამოლევია. ცდებიან ისინი, ვისაც ჰგონია, რომ პატრონი ამერიკაა, ან ევროკავშირი. ყველაზე საიმედო პატრონი კი ჩვენი გულგრილობაა, მერე - პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო, სადაც ნაცმაცუნების მთელი ჯგროა დარჩენილი. აბა, უფლებადამცველებზე რაღა მოგახსენოთ: ჩვენი ომბუდსმენი ღამე იმიტომ იძინებს, რომ მეორე დღეს საღი თვალით უყუროს და არ გამორჩეს - შემთხვევით ნაცებს „პოლიტიკურად" ხომ არ ავიწროებს ვინმე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი სულ რომ დამუნჯდეს, იმის სათქმელად, რომ ნაცების მიმართ „პოლიტიკური ზეწოლის ნიშნები იკვეთება", აუცილებლად ამოიდგამს ენას. მანამდე კი, მათ ალბათ, სძინავთ... აბა, ჩვენს უფლებებს რომ არღვევენ „ნაცები" დღესაც, რატომ არ იღებენ ხმას ან ნანუაშვილი, ან - კოჟორიძე?!


უკანონო მოსმენები თუ გრძელდება, დალოცვილებო, (ბოლომდე დარწმუნებული არც ჩვენ ვართ, რომ მართლაც არ გრძელდება) ნაცმოძრაობის გარდა დასაცავი არავინ ვართ? ერთხელ ისიც წამოგცდეთ, რიგით მოქალაქეებს; ვ-ს, ჭ-ს, ღ-ს ან ს-საც უსმენენო.


ძალიან სერიოზულად გვინდა ვკითხოთ ამ ე.წ. „საიასაც" და ომბუდსმენსაც! 50 მილიონის შემჭმელი და მხოლოდ რამდენიმე ათასიანი გირაოთი საკნის გარეთ დარჩენილი მერი რომ აღმა-დაღმა „დაგულაობს" და კაცმა რომ არ იცის, ვის და რატომ ხვდება, მისი მოსმენა და გაკონტროლება, თუ არის სახელმწიფოებრივად აუცილებელი? ამის შესახებ ხალხის აზრი არ გაინტერესებთ?


ნაცები ღმერთის მადლიერნი არასოდეს ყოფილან და კაცის როგორ იქნებიან, თორემ ასეთი ომბუდსმენის, „საიას", ზოგადად უფლებადამცველების, ასეთი მიყუჩებული საზოგადოებისა და რაც მთავარია, ასეთი პროკურატურა-სასამართლოს ხელში უკეთეს პატრონს იპოვნიდნენ? თანაც, ამ დღეეში ისეთი რამ გავიგე, მარტო ჩვენს ქვეყანაში რომ შეიძლება მოხდეს.


როგორც ამბობენ, სასამართლოს მიერ გადაყენებული უგულავა და არა მარტო ის, გადაყენებული მერიის სხვა ჩინოსნებიც ისევ სარგებლობენ კორპორატიული ტელეფონებითა და კიდევ რაღაც-რაღაც სიკეთეებით. შაშკინის ისიტორიისა არ იყოს, ჯერ ყოფილმა მინისტრმა, ახლა რომ პრეზიდენტია და მერე მისმა შემცვლელმა ქალბატონმა არ შეიმჩნიეს განათლების სამინისტროდან თავდაცვაში გადაბარგებული მინისტრის ოინბაზობა. რა მოხდა მერე, რაღაც ათიათასობით ლარი გაიყოლია თან, ამერიკიდან დარეკვები ცოტა ძვირია... ალბათ, ასე ფიქრობს უგულავაც, ისინიც, ვინც მის კვალს გაყვნენ... ჰოდა, ქალაქის საკრებულომ, იქნებ კეთილი ინებოს და ამჯერად, სხვებთან ერთად, სერიოზულად დაინტერესდეს  ამ ინფორმაციით. თუ მართალი გამოვდექით ჟურნალისტები, თქვენს მტერს, ისეთ ამბავს ავტეხავთ... თუ შევცდი და ჩემი ნათქვამი  ტყუილი აღმოჩნდა, მაშინ... მეც მოვიხდი ბოდიშს, ოღონდ, არა - „ნაცურს"...


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016