reportiori.ge - 21 მარტის ჰოროსკოპი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:23
სხვადასხვა
21 მარტის ჰოროსკოპი
ავტორი:
21 მარტი, 2014. 11:17



ვერძი - დღეს გეძლევათ საშუალება მომავალში ჩაიხედოთ, განსაკუთრებით მის ფინანსურ მხარეში. დღეს კარგი დღეა კრედიტის ასაღებად, ბანკში უარს არ გეტყვიან გრძელვადიან კრედიტზე.

 

კურო - ახალი წამოწყებები გადადეთ შუადღისთვის, თუმცა მოერიდეთ გრანდიოზულ პროექტებს. შემოიფარგლეთ მოკლე და გასაგები ამოცანებით, რომელთა შესრულებას ნაკლები ენერგია სჭირდება. დღეს აქტუალური გახდება თქვენი ფარული კავშირები ან მოთხოვნილებები.

 

ტყუპები - დღის დასაწყისში მოსალოდნელია ცუდი განწყობა. მიეცით საკუთარ თავს დრო საჭირო ფორმაში ჩადგომისთვის. ნაშუადღევს მოგემატებათ სიმხნევე და ოპტიმიზმი, შეძლებთ ახალი საქმეების დაწყებას.

 

კირჩხიბი - დღის დასაწყისში შეძლებთ უსაქმურად ოცნებას ან ჩვეული საქმეების აუჩქარებლად შესრულებას. შუადღემდე ქცევაში იხელმძღვანელებთ ლოგიკით, ნაკლებად წარმოსახვით. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება, დაიწყებთ უფრო სწრაფ მუშაობას.

 

ლომი - გათენებისას თავის გამხნევება მოგიწევთ მაგარი ჩაით ან ყავით. საბედნიეროდ დღის მეორე ნახევარში აღარ დაგჭირდებათ ხელოვნური მეთოდები ტონუსის შენარჩუნებისთვის. უფრო გულწრფელი და კონტაქტური გახდებით.

 

ქალწული - დღეს მიხვდებით, რომ თავად ხართ ეჭვიანი და მგრძნობიარე, რის გამოც კონტაქტებს ობიექტურად ვერ აფასებთ. მნიშვნელოვანი საქმეები გადადეთ დღის მეორე ნახევრისთვის. ამ დროისთვის გაირკვევა ბევრი თქვენთვის აქამდე გაუგებარი მომენტი.

 

მორიელი - დღის მეორე ნახევარში თქვენი პარტნიორები უფრო აქტიურები გახდებიან , მათგან აიღეთ მაგალითი. გაითვალისწინეთ მოკავშირის ან მოწინააღმდეგის მოსაზრება, მასში ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ. თანამოსაუბრის საჭიროების მიმართ გულწრფელი ყურადღება თქვენ ურთიერთობას მაქსიმალურად ეფექტურს გახდის.

 

მშვილდოსანი - დღისით ენერგია მოგემატებათ, რომლის დახარჯვასაც შეძლებთ მიმდინარე საქმეებზე და სასიყვარულო თავგადასავალზეც. შესანიშნავი დროა აქტიური დასვენების, მოძრავი თამაშებისთვის სუფთა ჰაერზე. ამ საქმიანობაში ჩართეთ ბავშვებიც.

 

თხის რქა - სასიყვარულო ურთიერთობებში ლიდერის პოზიციას დაიკავებთ. კოლეგებთან კონფლიქტებს ერიდეთ. წარმატება გელით ფინანსურ ოპერაციებში. პირად ცხოვრებაში რადიკალურ ნაბიჯებს ერიდეთ.

 

მერწყული - დილის საათებში საკმაო ენერგია გექნებათ ჩაფიქრებული გეგმების შესრულებისთვის. საღამოს აირჩიეთ მშვიდი გარემო. სიტუაცია ხელს უწყობს ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას.

 

თევზები - ყველაფერს, რაც შემოქმედებას, ლიტერატურულ მოღვაწეობას ან ვაჭრობაში ფულის დაბანდებას შეეხება დღეს ადვილად განახორციელებთ, რაშიც ახლობელი ადამიანებიც დაგეხმარებიან. საღამოს ოჯახთან გაატარეთ.

 

 

(მოამზადა თეო ტაბატაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016