reportiori.ge - ერგნეთში ჟურნალისტებისთვის კარავი დადგეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:51
კონფლიქტები
ერგნეთში ჟურნალისტებისთვის კარავი დადგეს
21 მარტი, 2014. 12:50



ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ოსური ჯგუფის ხელმძღვანელს ხოხ გაგლოითს კომენტარი არ გაუკეთებია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელის კახა ქემოკლიძის განცხადებით კი, ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე ქარელის რაიონის სოფლებში ატოცსა და ღოღეთში შექმნილ მდგომარეობას განიხილავს. გარდა ამისა, ქართული მხარე გააპროტესტებს ბოლო პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს.

 

გარდა ამისა, ერგნეთში დღეს სიახლეც არის - ინციდენტების პრევენციის ფორმატში მიმდინარე შეხვედრების რამდენიმეწლიანი ისტორიის მანძილზე, პირველად, დღეს მეორე კარავი დაიდგა, აღნიშნული კარავი მედიის წარმომადგენლებისთვის არის გათვალისწინებული. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს პროფესიული დღეც მიულოცეს და განაცხადეს, რომ პრესამ უფრო კომფორტულად რომ შეძლოს მუშაობა, სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, კიდევ ერთი კარავი დადგმულიყო მედიისთვის.

 

 

ამ დროისათვის კარავში, ჯერჯერობით, მხოლოდ ქართველი ჟურნალისტები არიან. რაც შეეხება ცხინვალის მედიის წარმომადგენლებს, ისინი პრესისთვის განკუთვნილ კარავში ამ დრომდე არ გამოჩენილან.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016