reportiori.ge - ნანუკა ჟორჟოლიანი: ერეკლემ 12-ჯერ სცადა ცოლთან დაბრუნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:00
ყვითელი
ნანუკა ჟორჟოლიანი: ერეკლემ 12-ჯერ სცადა ცოლთან დაბრუნება
ავტორი:
21 მარტი, 2014. 18:20

 

 

გადაცემა „პროფილში“ სტუმრობისას რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მისი და ერეკლე კოდუას სიყვარულის აქამდე უცნობი ისტორია მოყვა. როგორც ტელეწამყვანი იხსენებს, მისი და ერეკლეს სიყვარულის ისტორია 7 წელს ითვლის. გავრცელებული ხმები კი მის შესახებ, რომ მან ერეკლე ცოლ-შვილს დააშორა, სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება კოდუას საზღვარგარეთ წასვლას, ტელეწამყვანის განცხადებით, კოდუამ თანამდებობა ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე დატოვა და საზღვარგარეთ მაშინვე გაემგზავრა. მისი თქმით, ის არსად გაქცეულა.

 

„არავის შორის ჩავმდგარვარ. 12-ჯერ სცადა ერეკლემ ცოლთან დაბრუნება, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა. როდესაც ურთერთობა დავიწყეთ, მალევე დაიწყო ჩემთან ერთად საზოაგდოებაში გამოჩენა. ის ცოლიან კაცს არ გავდა. ცოლიანი კაცი, ცდილობს შეყვარებულ, თუ მეგობარ გოგონასთან ერთად საზოგადოებაში არ გამოჩნდეს, რათა ეს ყველაფერი მისი ცოლის ყურამდე არ მივიდეს, მაგრამ ერეკლე ასე არ იქცეოდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სწორედ კრიზისული პერიოდი მათ ურთიერთობაში. ერთ დღესაც ერეკლემ ჩაალაგა ჩემოდანი და ჩემთან გადმოვიდა. მამაჩემის ნაყიდ სახლში იმიტომ კი არ გადმოვიდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, უბრალოდ მოიქცა ისე, როოგრც ყველა კაცი უნდა მოიქცეს - ყველაფერი თავის შვილებს დაუტოვა“, - იხსენებს ტელეწამყვანი.

 

მისი  თქმით, ერეკლესთან დაშორებები იმ პერიოდში, როდესაც ის საკუთარ ოჯახთან შერიგებას ცდილობდა, ძალიან უჭირდა. ხანდახან უხასიათოდაც იყო, სტრესში იყო, თუმცა არასდროს ერთი „ესემესიც“ კი არ მიუწერია კოდუასთვის და დაბრუნება არ უთხოვია, რადგან არ უნდოდა მისთვის ამ გადაწყვეტილებაში ხელი შეეშალა. ტელეწამყვანის განცხადებით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბოლოს ერეკლე კოდუას ცოლი მიხვდა, რომ არაფერი გამოვიდოდა და მან უთხრა პირველმა, რომ ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო. ჟორჟოლიანის თქმით, ლონდონშიც კი იყო წასული სასწავლებლად, რომ ერეკლესგან შორს ყოფილიყო, თუმცა ერეკლემ მისგან შორს ყოფნა დიდხანს ვერ შეძლო და მალევე ზურგჩანთამოკიდებულმა ჩააკითხა ტელეწამყვანს.

 

 

 

 

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016