„მეცხრე არხის" ყოფილმა თანამშრომლებმა მეტროსადგურებთან პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დღეს დილიდან დაიწყეს. როგორც „მეცხრე არხის" განვითარების ყოფილი მენეჯერი, საინიციატოვო ჯგუფის წევრი, რამაზ სამხარაძე „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, ხელმოწერების შეგროვება თვის ბოლომდე პერმანენტულად გაგრძელდება.
„იმ მაყურებლის ხელმოწერებს ვაგროვებთ, რომლებსაც უნდათ, რომ „მეცხრე" არხი სატელევიზიო სივრცეს დაუბრუნდეს. შეუფერხებლად მიმდინარეობს ჩვენი კოლეგების მუშაობა ადგილზე, თუმცა მეტროში არ გააჩერეს ისინი. სადგურის მორიგემ, მათ სპეციალური ნებართვა მოსთხოვა, რის გამოც გამოვედით გარეთ. მოსახლეობა აქტიურად უჭერს მხარს არხის მაუწყებლობის აღდგენას, საკმაოდ დადებითად ხვდებიან ჩვენს თანამშრომლებს, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის", - ამბობს რამაზ სამხარაძე.
ამ დროისთვის ტელეკომპანია „მეცხრე არხის" დაბრუნების ინიციატორებს დაახლოებით 3000-მდე ხელმოწერა აქვთ. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.