reportiori.ge - „მეცხრე არხის“ აღდგენის მოთხოვნაზე მეტროსადგურებთან ხელმოწერები გროვდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:59
მედია
„მეცხრე არხის“ აღდგენის მოთხოვნაზე მეტროსადგურებთან ხელმოწერები გროვდება
22 მარტი, 2014. 16:35


„მეცხრე არხის" ყოფილმა თანამშრომლებმა  მეტროსადგურებთან პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დღეს დილიდან დაიწყეს. როგორც „მეცხრე არხის" განვითარების ყოფილი მენეჯერი, საინიციატოვო ჯგუფის წევრი, რამაზ  სამხარაძე „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, ხელმოწერების შეგროვება თვის ბოლომდე პერმანენტულად გაგრძელდება.

 

„იმ მაყურებლის ხელმოწერებს ვაგროვებთ, რომლებსაც უნდათ, რომ „მეცხრე" არხი სატელევიზიო სივრცეს დაუბრუნდეს. შეუფერხებლად მიმდინარეობს ჩვენი კოლეგების მუშაობა ადგილზე, თუმცა მეტროში არ გააჩერეს ისინი. სადგურის მორიგემ, მათ  სპეციალური ნებართვა მოსთხოვა, რის გამოც  გამოვედით გარეთ. მოსახლეობა აქტიურად უჭერს მხარს არხის მაუწყებლობის აღდგენას, საკმაოდ დადებითად ხვდებიან ჩვენს თანამშრომლებს, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის", - ამბობს რამაზ სამხარაძე.

 

ამ დროისთვის ტელეკომპანია „მეცხრე არხის" დაბრუნების ინიციატორებს დაახლოებით 3000-მდე ხელმოწერა  აქვთ. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016