reportiori.ge - საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მობილობის პროცესი დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:00
საზოგადოება
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მობილობის პროცესი დაიწყო
ავტორი:
12 აგვისტო, 2013. 10:56

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ელენე ჯიბლაძის განცხადებით, სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებობა, მობილობით ისარგებლონ და გადავიდნენ ერთი უმაღლესი დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

ამისთვის სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს და გააკეთოს არჩევანი ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ვებგვერდზე: WWW.students.eqe.ge მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, 11:00 საათიდან, 30 აგვისტოს 24 საათის ჩათვლით. სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები თავისუფლდებიან მობილობის საფასურის გადასახადიდან. სტუდენტებს შეუძლიათ, აირჩიონ 5 საგანმანათლებლო პროგრამა. მობილობის კონკურსი ხორციელდება სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებული სკალირებული ქულის მიხედვით.
"წელს სიახლე გვაქვს მობილობის პროცესში, სტუდენტს, რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით, მიუვა სმს შეტყობინება. დღესითვის 64 უმაღლესი სასწავლებლიდან, კანონმდებლობის შესაბამისად, მობილობის პროცესში 5 საგანმანათლებო დაწესებულება არ მონაწილეობს. დარჩენილი 59 უმაღლესიდან ვაკანტური ადგილები გამოაცხადა 52-მა. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებიდან მობილობის პროცესში არ მონაწილეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი."- განაცხადა ელენე ჯიბლაძემ.  2013-2014 წლის საშემოდგომო მობილობის პროცესში გამოცხადებულია 7 733 ვაკანტური ადგილი.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016