ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ან უკიდურეს შემთხვევაში, აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
როგორც ჩივიაშვილმა შოთა უტიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტის დავალებით და დაფინანსებით 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ მიტინგის ორგანიზატორები პროვოკაციებს აწყობდნენ. ჩივიაშვილის განცხადებით, დასკვნა საქმეში, როგორც მტკიცებულება, უკვე დევს. "ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მოხდეს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ან მისთვს გირაო უნდა იყოს შეფარდებული", - აღნიშნა გიორგი ჩივიაშვილმა. შეგახსენებთ, "თავისუფალი ზონამ" 2011 წლის 26 მაისის შესახებ ამერიკული მხარის დასკვნა დღეს გაავრცელა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელიც მათ მოიპოვეს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებითა და დაფინანსებით ამერიკულმა ფირმამ "დენსუსმა" მოამზადა.