საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტიელბით, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო ლიცენზია გაუქმდა. კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
„მეცხრე არხის“ ლიცენზიის გაუქმებას მხარი დაუჭირეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებმა: სოფიო ბრიტანჩუკმა, ირაკლი მოსეშვილმა და კომისიის თავმჯდომარემ აკაკი სიხარულიძემ. სხდომას არ ესწრებოდა კომისიის წევრი კახა ბექაური.
ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სახელზე 2012 წელს დარეგისტრირდა. არხი წელიწადნახევრის განმავლობაში მაუწყებლობდა. მფლობელმა მისი დახურვის გადაწყვეტილება 2013 წლის აგვისტოში მიიღო. არხი 19 აგვისტოს შემდეგ ეთერში აღარ გასულა, თუმცა, ის თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიას დღემდე ფლობდა.