reportiori.ge - გოგა ჟვანია: სააკაშვილი პანიკურ მდგომარეობაშია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:39
პრეს-დაიჯესტი
გოგა ჟვანია: სააკაშვილი პანიკურ მდგომარეობაშია!
ავტორი:
24 მარტი, 2014. 18:07



ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა ავთენტურია, ვინაიდან მსგავსი კადრები მოიპოვება საქმის მასალებშიც. შესაბამისად, მთავარი პროკურატურისთვის გაუგებარია მურთაზ ზოდელავას განცხადება თემის დელიკატურობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ჩვენებაში მან დააფიქსირა, რომ საქმეს არ იცნობს და ჩანაწერები ნანახი არ აქვს.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალას, რომელიც youtube-ზე ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული, გამოძიება დაწყებულია. „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ კადრები პროკურატურამ გაავრცელა. რასაც საგამოძიებო უწყებაში არ ადასტურებენ. ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ამსახველი მასალა 2005 წელს დათა ახალაიას კაბინეტში იყო. მისი თქმით ეს კადრები უშიშროების სამინისტროში ჟვანიას გარდაცვალების დღესევ მიიტანეს.

„ფოტომასალაარის დედანი, შეიძლება, რაღაც ნაწილი, ვიდეომასალიდან იყოს გაკეთებული. ამ მასალის შესახებ ვიცოდი. ჩემი მოსაზრებით, ეს არის ფოტომასალა, რომლის შესახებაც მე მქონდა ინფორმაცია. მასალა, რომელზეც მქონდა ინფორმაცია, აღწერილობით ძალიან გავს სოციალური ქსელებით გავრცელებულს.

მასალა, რომელზეც მე ვსაუბრობ, ჰქონდა უშიშროების სამინისტროს, კერძოდ დათა ახალაიას გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანს, გვარად კოტარიას. მათ გააკეთეს ეს მასალები. უშიშროების სამინისტროში მიიტანეს იმ დღესვე და შემდეგ ეს საქართველოდან გაიტანეს, სად წაიღეს, იყო თუ არა პროკურორის სეიფში, ეს უკვე არ ვიცი“, - განაცხადა ვახტანგ კომახიძემ.

გარდაცვლილი პრემიერის ძმა, გოლა ჟვანია აცხადებს, რომ კადრები, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, საქმის გამოძიებაში დევს, რაც მისი თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანია საქმის გამოძიებისთვისაც.

როდის დასრულდება გამოძიება და როგორ დაკვალიფიცირდება მიხეილ სააკაშვილს და გიორგი ბარამიძის როლი ამ საქმეში, ამ საკითხებზე for.ge. გოგლა ჟვანიას ესაუბრა.

ზურაბ ჟვანიას საქმეზე უკვე დაკავებულია ლევან ჩაჩუა და მიხეილ ძაძამია. როგორფიქრობთ, გაიზრდება დაკავებულთა რაოდენობა?

გოგლა ჟვანია: ეს გამოძიების პრეროგატივაა. რაც შეეხება უკვე დაკავებულებს, ამ ადამიანებს ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი. ეს ღიად განაცხადა პროკურატურამ. გასაგებად განაცხადა პროკურატურამ რატომ არიან ეს ადამიანები ამ ეტაპზე დაკავებული. სხვა თუ დეტალები გამოიკვეთება, ეს გამოძიების მსვლელობისას გამოჩნდება.

გამორიცხვათ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას?

- არა. არ გამოვრიცხავ. მთლიანად ეს პროცესი არის პროკურატურის კომპეტენცია. ამიტომ ვიკავებ თავს ყოველგვარი კომენტარისგან. მე ამ პროცესში, ყველა ვარიანტში, სუბიექტური ადამიანი ვარ. შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება ძალიან მნიშვნელოვან ფაზაშია შესულია, კულმინაციურ ფაზაშია ახლა პროცესი. გამოძიება მოქმედებს თავისი გეგმის მიხედვით. ვინ დაიკითხება და როდის, ამას წყვეტს გამოძიება. ერთია ჩემი მოლოდინები და მეორეა გამოძიების მოქმედება.

კადრები, რომელიც გავრცელდა, ვახო კომახიძის განცხადებით ინახებოდა დათაახალაიასთან. როგორც ირკვევა შემთხვევის ადგილს და ასევე გვამის გაკვეთას იღებაშსს-ს და პროკურატურა. თქვენი ინფორმაციით, ეს ის კადრებია რომელიც ახალაიასთანინახებოდა?

- ვახომ მითხრა, რომ არსებობდა რაღაცა კადრები, რომლის არსებობის შესახებ მან იცოდა. აღარ მახსოვს თვითონ ნანახი ჰქონდა თუ გადმოცემით იცოდა. ზუსტად ის კადრებია თუ არა ამაზე მსჯელობა ძალიან ძნელია.

თუმცა პროკურატურა ამბობს, რომ კადრები, რომელიც გავრცელდა და რომელიცზოდელავას კაბინეტში ინახებოდა, ავთენტურია...

- კადრები, რომელიც გავრცელდა, ნანახი მაქვს. ვიცი, რომ ავთენტურია. ვახოს განცხადებიდან გამომდინარე არ ვიცი ეს ის კადრებია თუ არა, რომელზეც მესაუბრებოდა. მაშინ ამ კადრების მოპოვება ვერ მოხერხდა. კადრები, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, დევს გამოძიებაში. ეს არის რეალური კადრები და საკმაოდ მნიშვნელოვანი კადრები გამოძიებისთვისაც.

რაც შეეხება კადრების გავრცელებას, ფაქტია, რომ ეს კადრები გაავრცელა იმან, ვისაცხელი მიუწვდებოდა ამ კადრებთან. „ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ ესკადრები პროკურაურამ გაავრცელა. ითქვა, რომ სოსო თუფურიძემ გაავრცელა. თქვენ რავერსია გაქვთ? 

- გამოძიებამ უნდა გაარკვიოს როგორ მოხდა ამის ატვირთვა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მასალები სანამ ხელისუფლება შეიცვლებოდა, იყო წინა პროკურატურის ხელში. შესაბამისად, ბევრი წყარო შეიძლება იყოს ამ მასალის ატვირთვის ავტორი. სხვადასხვა ადამიანების ხელში შეიძლება მოხვედრილიყო ეს მასალები, მაგრამ ახლა, ხელს რომ პროკურატურისკენ იშვერენ, არა მგონია ეს გამართლებული იყოს.

ბუნებრივია ამაზე დაიწყება გამოძიება, თუ საიდან გაჩნდა ეს მასალები ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ მთავარი ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოებისთვის არის ის, რომ ეს საქმე მივიდეს ბოლომდე. მთავარი აქ არის არა წყარო, ვინც ატვირთა, რომელიც უნდა დადგინდეს, არამედ მთავარია ამ კადრების შინაარსი. პროკურატურასთან მუდმივ კონტაქტში ვარ. პროკურატურას არანაირად არ აწყობდა ეს აჟიოტაჟი, რომელიც დღეს ატყდა ამ საქმის გარშემო.

ყოფილ ხელისუფლებას მიზანმიმართულად გადააქვს ყურადღება იმისკენ თუ ვინ ატვირთა ეს კადრები. არ იციან ახლა რა ქნან და ამიტომ, ათასგავრ სისულელეს ლაპარაკობენ. თქვეს, რომ ამნისტირებული მუხლით დააკავეს ლევან ჩაჩუა, რაც აბსურდია. უკვე აღარ იციან რა ილაპარაკონ ამ ადამიანებმა. ერთგავრ პანიკაში არიან, რაღაცა ისტერიული ფონი დაჰკრავს ამ ყველაფერს. მე პირადად, ამ ადამიანების განცხადებას ყურადღებას არ ვაქცევ. საქმესთან კავშირში არაა მათი განცხადება, ეს არის თავიანთი ემოციების გადმონთხევა.

ყოფილი პრეზიდენტი ითხოვს, რომ გამოქვეყნდეს ყველა კადრები, რომელიც მისი თქმითგამოძიებას აქვს. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ყოფილი პრემიერის და უსუფოვის იმბინაში ერთად ყოფნის მიზეზს, რასაც პირველი დღიდან არაოფიციალურად ავრცელებახელისუფლება...

- სააკაშვილი უკვე პანიკურ მდგომარეობაშია. მათ გამონათქვამებზე სერიოზული კომენტარი არასერიოზული იქნება. ესენი არიან აგონიაში ჩავარდნილი ადამიანები, რომლებიც რას ლაპარაკობენ, რას ჩადიან, რატომ ჩადიან, წარმოდგენა არ აქვთ. სააკაშვილი ყველაზე გაუწონასწორებელი ადამიანია „ნაციონალურ მოძრაობაში“. მისგან ასეთი განცხადებები არაა გასაკვირი.

გამოძიება, როგორც გითხარით კულმინაციურ ფაზაშია და ყველაფერს გასცემს პასუხს. სრული საფუძველი მაქვს განვაცხადო, რომ გამოძიება მალე მივა ლოგიკურ დასასრულამდე და დადებს კონკრეტულ შედეგს. კონკრეტული შედეგის დადება გულისხმობს იმას, რომ გამოქვეყნდება ყველა მასალა და საზოგადოებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

მათი მხრიდან უკვე ამით სპეკულირება, უადგილოა. გამოძიება ვერანაირად ვერ გამოაქვეყნებს შუალედურ ეტაპზე რაღაცა სახის მასალებს. თუ ჩათვლის საჭიროდ რამე მასალის გამოქვეყნებას, გამოაქვეყნებს.

როგორ ფიქრობთ, როგორ დაკვალიფიცირდება ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილის დაგიორგი ბარამიძის ქმედებას? როგორც ირკვევა, დასაკითხთა სიაში გიორგიბარამიძესთან ერთად ფიგურირებენ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი...

- მოდით, ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ. გამოძიება მიმდინარეობს. მალე დაიდება შედეგი და გაკეთდება შეფასება.

 

 

 

(for.ge  თამთა ქარჩავა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016