reportiori.ge - ილია მეორე: საქართველოს ეკლესია ქრისტიანული რომ არ ყოფილიყო, არ მგონია ეარსება ქართველ ხალხს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 16:54
რელიგია
ილია მეორე: საქართველოს ეკლესია ქრისტიანული რომ არ ყოფილიყო, არ მგონია ეარსება ქართველ ხალხს!
25 მარტი, 2014. 14:08


სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა სასულიერო პირებთან ერთად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისი აღავლინა და ავტოკეფალიისთვის მებრძოლთა სულებისთვის პანაშვიდი გადაიხადა. კათოლიკოს-პატრიარქმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების ისტორია გაიხსენა და ეკლესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

 უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას", ეკლესია ეს არის დაფუძნებული იესო ქრისტეს მიერ. ეკლესიის საშუალებით, დედამიწა, ადამიანი და ცა, ზეციური სამყარო, სასუფეველი უერთდება ერთამანეთს. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც მიუძღვება ყოველ ადამიანს მიწიერიდან სასუფეველში. საქართველოს ეკლესია არის სამოციქულო ეკლესია, დაარსებული მოციქულების მიერ. იგი ანდრია პირველწოდებულმა დაარსა. ჩვენ ვმადლობთ უფალს და ვთხოვთ მოგვცეს მადლი და ძალა ამ ეკლესიის დამაარსებლების მეშვეობით", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.


უწმინდესის თქმით, საქართველოს ეკლესია სახელმწიფო ეკლესიად მე-4 საუკუნეში გამოცხადდა, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ის იყო აღიარებული მხოლოდ ბიზანტიის იმპერიაში წმინდა კონსტანტინეს მიერ.


საქართველოს ეკლესია განსაკუთრებულია იმით, რომ საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქვეყანა. აქ იყო ჩამობრძანებული უფლის კვართი. საქართველოს ეკლესია ქრისტიანული რომ არ ყოფილიყო, მე არმგონია ეარსება ქართველ ხალხს. საქართველოს ეკლესია და მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო საფუძველი ჩვენი ქვეყნის და ამაზე იყო და არის დაფუძნებული ქართული ცნობიერება და ქართული კულტურა და ეს გრძელდება", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.


უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ მე-5 საუკუნეში საქართველოს ეკლესია დიდი მეფის ვახტანგ გორგასლის მეშვეობით გახდა საკათალიკოსო და პირველი კათალიკოსი იყო პეტრე. მე-5 საუკუნიდან იწყება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური ცხოვრება. ეს გაგრძელდა 1801 წლამდე, როდესაც საქართველოს საკათოლიკე ტახტზე ბრძანდებოდა ანტონ II. იგი გაიწვიეს რუსეთში და გააუქმეს საქართველოს ავტოკეფალია. პატრიარქის თქმით, 1917 წელს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით და მოციქულთა და წმინადნების შეწევნით, მღვდელმთავრების ლეონიდეს, კალისტრატეს და სხვათა ღვაწლის შედეგად აღდგა საქართველოს ავტოკეფალია.

 

საქართველოს ეკლესია გაძლიერდა ღვთის მადლით და ის არის მტკიცე საფუძველი ჩვენი მომავალისა. ღმერთმა გააძლიეროს, განამტკიცოს საქართველოს ეკლესია, ღმერთმა ყველა სასულიერო პირი, ყველა მღვდელმთავარი, ბერმონაზონი, იყოს ჩვენი ერის მაგალითი და ჩვენ ვხედავთ რომ ეს ასეა", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.


უწმინდესმა დალოცა საქართველო და ეკლესიის ავტოკეფალიის დღე მიულოცა. ასევე შესთხოვა უფალს, რომ მოგვცეს ძალა და მადლი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი სიძნელეების დაძლევაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016