reportiori.ge - შსს-მ დაკარგული პოლონელი ტურისტები იპოვა (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:02
საზოგადოება
შსს-მ დაკარგული პოლონელი ტურისტები იპოვა (ვიდეო)
ავტორი:
12 აგვისტო, 2013. 13:25

შსს-ს ლენტეხის რაიონული სამმართველოს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, უშგულის და ლენტეხის სასაზღვრო ზოლში, ლატფარის მთებში პოლონელი ტურისტების საძიებო-სამაშველო ღონისძიებები განახორციელეს.

მაჩეი ტომაშევსკიმ და ლიდია ბაშჩუკმა, რომლებიც სალაშქროდ უშგულში წავიდნენ, ლენტეხში უკან მობრუნება ლატფარის მთებით გადაწყვიტეს, რა დროსაც გზა აებნათ და დაბრუნება ვეღარ შეძლეს.

ტურისტებმა  პოლონეთის საელჩოსთან დაკავშირება მოახერხეს, რის შემდეგაც საელჩომ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. ლენტეხის რაიონული სამმართველოს, სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით პოლონელ ტურისტებს მიაკვლიეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016