reportiori.ge - კლუბი, სადაც რუს ბავშვებს მტერთან საბრძოლველად ამზადებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:34
სხვადასხვა
კლუბი, სადაც რუს ბავშვებს მტერთან საბრძოლველად ამზადებენ
ავტორი:
25 მარტი, 2014. 16:33


სამხედრო სპორტულ კლუბში, რომელსაც Berkut (ოქროსფერი არწივი) ჰქვია, ჟუკოვსკში მდებარეობს. კლუბის შესახებ ინფორმაციას Daily Mail" სათაურით „პუტინის ჯარისკაცები - მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან" აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, 5 წლის ბავშვები მარშირებენ, გადიან საბრძოლო წვრთვნებს, სწავლობენ ხელჩართულ ბრძოლას. 12 წლის ასაკში უკვე კალაშნიკოვს ეუფლებიან. კლუბის რეგულარულ ბანაკებში ზოგიერთ ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა, რომ პარაშუტითაც გადმოხტეს. კლუბის მიზანია, ბავშვები შეაჩვიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს, კარგ ფიზიკურ განვითარებას და ასწავლონ სამშობლოს ერთგულება. ამასთან, კლუბში ყველა ბავშვი გადის ზამთარში ქვეითად მოგზაურობისა და გადარჩენის პროგრამას.


როგორც კლუბის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროგრამა რუს დედებს მოუწოდებს, რომ ბავშვობიდან დააკავონ შვილები სპორტით და ნუ დაელოდებიან იმ დროს, როცა ზრდასრულ ასაკში ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს დაეჩვევიან. ყოველ წელს კლუბი საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავს, სადაც საჯარო პერფორმანსზე ბავშვები მშობლებს მთელი წლის პროგრამას უჩვენებენ.


 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016