reportiori.ge - ათი ფაქტი რუსეთის შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:06
სხვადასხვა
ათი ფაქტი რუსეთის შესახებ
ავტორი: რეპორტიორი
27 მარტი, 2014. 13:00

1. სახელმწიფო მოსკოვიას პეტრე პირველმა რუსეთი უწოდა 1721 წელს, უკვე მეთვრამეტე საუკუნეში.


2. მოკშის ტომმა თავის მდინარეს მოსკვა დაარქვა, რაც მოკშის ენაზე „ბინძურ წყალს" ნიშნავს, მსოფლიოს არც ერთ სხვა ენაზე სიტყვა „მოსკვა" არ ითარგმნება. „კრემლი" - თათრულია და შემაღლებულზე აგებულ სიმაგრეს აღნიშნავს.


3. შუა საუკუნეებში ევროპელი კარტოგრაფები აზიასთან საზღვარს რუსთან ავლებდნენ (რუსი - დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაა!!!). ულუსი - მოსკოვია, იქ დასახლებული ფინელებით  ოქროს ურდოს შემადგენლობაში ითვლებოდა და ევროპა მას სამართლიანად მიაკუთვნებდა აზიას.


4. მოსკოვია (რუსეთი) ხარკს უხდიდა ყირიმის ხანს (!!!), თავის სუვერენსა და პატრონს, რომელიც ოქროს ურდის სამართალმემკვიდრედ ითვლებოდა 1700 წლამდე. მოსკოვის მეფე ყირიმის ელჩს „პოკლონნაია გორა"-სთან ხვდებოდა, საკუთრ ცხენზე აჯენდა, თავად აღვირს იჭერდა და ასე შეყავდა ელჩი კრემლში. შემდეგ თავის ტახტზე დასვამდა, თვითონ კი მუხლებზე დგებოდა.


5. 1610 წელს მოსკოვში ბორის გოდუნოვის (მურზა გუდუნი) გარდაცვალებით დასრულდა ჩინგიზიდების (ჩინგიზ ყაენის შთამომავლები) დინასტია და ტახტზე ფინური ტომის კობილას ჩამომავალი ალექსეი კოშკა აკიდა; მეფედ კურთხევისას ეკლესიამ მისცა გვარი რომანოვი, აქაოდა მოსკოვიის მმართველად რომიდან მოვლინებულიო.


6. ეკატერინა მეორემ უკანასკნელი თავისუფალი რუსული სახელმწიფოს - ლიტვის დიდი სამთავროს (დღევანდელი ბელორუსი) ოკუპაციის შემდეგ, 1795 წელს გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც მოსკოვიის უნგრო-ფინურ ტომებს უწოდა ველიკორუსები (დიდი რუსები), ხოლო უკრაინელებს - ნამდვილ რუსებს - მალორუსები (მცირე რუსები)!


7. არასდროს, არავის უნახავს ხელშეკრულების ორიგინალი, რომლის ძალითაც მოსკოვია და უკრაინა გაერთიანდა და ხელს ბოგდან ხმელნიცკი და მეფე ალექსი რომანოვი აწერენ!


8. რამდენიმე საუკუნეა მოსკოვიის არქეოლოგები ეძებენ კულიკოვოს ბრძოლის დამადასტურებელ ფაქტებს, თუმცა უშედეგოდ. აი, დიმიტრი დონსკოის მამაიზე გამარჯვების სიმღერებს და ზღაპრებს დღემდე ბოლო ხმაზე გაჰყვირიან!


9. ფსკოვის, ნოვგოროდისა და სმოლენსკის ოლქები ყოფილი სლავურ-რუსული სამთავროებია და უნგრო-ფინურ მოსკოვიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ, სანამ ოქროს ურდომ 1462, 78 და 54 წლებში არ დაიპყრო. ხოლო რუსეთის ფედერაციის დანარჩენ ოლქებში სლავურ ტომებს არასოდეს უცხოვრიათ.


10. ოქროს ურდო და მისი შვილობილი - მოსკოვია - ეს ერთადერთი სახელმწიფოებია, რომლებსაც საკუთარი ხალხი ჰყავდა დამონებული. სწორედ ამით აიხსნება ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მოსკოვიის ჩამორჩენილობა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით; რადგან მონების შრომასთან შედარებით, თავისუფალი ადამიანების შრომა გაცილებით ეფექტურია.



(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016