ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში აღიარებს, რომ თოქ-შოუ „რეაქციის" წაყვანა თავიდან ძალიან უჭირდა, ისე ნერვიულობდა ეთერში გასვლის დროს.
„ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ამხელა შოუ უნდა წამეყვანა და ძალიან ვნერვიულობდი. ძალიან დიდი რისკი იყო, მაყურებელი მიმიღებდა თუ არა იმავე გადაცემით ამდენი წლის შემდეგ, მითუმეტეს ამ ყველაფერს წლების განმავლობაში დიდი კრიტიკა უძღვოდა წინ, პოლიტიკაში წავსულიყავი თუ არ წავსულიყავი და ა.შ. მოკლედ, სანერვიულო ბევრი იყო. უნდა ვაღიარო, რომ პირველი სამი-ოთხი გადაცემის შინაარსზე არ მიფიქრია. როცა ვგეგმავდი, ვფიქრობდი, მაგრამ ეთერში რომ შევდიოდი, ნერვიული შეტევები მქონდა, სრულ პანიკას განვიცდიდი. ბოლო გადაცემებზე ვიგრძენი, რომ ეს განცდები, კომპლექსები და დაძაბულობა თანდათან მომეხსნა. შეიძლება არ მეტყობოდა, მაგრამ ვერ მივყვებოდი სტუმრებს. ახლა კი უკვე ეთერში ვფიქრობ", -აცხადებს ინგა გრიგოლია.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)