გიტარისტი ტარიელ სუარი ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მალე კლიპის გადაღებას აპირებს, რომელშიც დიდი სურვილი აქვს მონაწილეობა მისმა მეუღლემ, მსახიობმა ია ფარულავამ მიიღოს.
„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მიიღოს კლიპში მონაწილეობა, თუ ჯანმრთელობის მდომარეობამ ხელი არ შეუშალა. წინასწარ ვერაფერს იტყვი, რადგან, ყველაფერი ხდება. ვცდილობ, მისთვის შესაფერისი ატმოსფერო შევქმნა, რომ ისუნთქოს, ბედნიერი იყოს და იაც ასევე ცდილობს ჩემთვის ამ ყველაფრის გაკეთებას. ია შესაძლოა ჩემი პიარ-მენეჯერიც იყოს. იას ვინც იცნობს, ყველამ იცის, როგორი ენერგიულია და როგორ შეუძლია ამ ყველაფრის კარგად გაკეთება. ის, გარკვეულწილად, ყოველთვის მაძლევს რჩევებს. ეს არის ადამიანი, რომელთანაც კლასიკური მუსიკა ახლოს არის - ამ მუსიკაზეა გაზრდილი", - აცხადებს ტარიელ სუარი.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)