მედია
შსს ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
31 მარტი, 2014. 11:09
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს, საუკეთესო ნამუშევარზე – "არა ბიონარკოტიკს".
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო ტელესიუჟეტი; ტელეგადაცემა; რადიოსიუჟეტი; რადიოგადაცემა; სტატიის ავტორი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავისი ნამუშევრები კამპანიის "ფეისბუქის" გვერდზე ერთი თვის განმავლობაში უნდა ატვირთონ.
სამინისტრო ანტინარკოტიკულ საგანმანათლებლო კამპანიას ახორციელებს, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების წინააღმდეგ არის მიმართული. კამპანიის სლოგანია "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება".
12 თებერვალი, 2016. 00:39
09 თებერვალი, 2016. 23:38
09 თებერვალი, 2016. 18:37
09 თებერვალი, 2016. 18:01
09 თებერვალი, 2016. 12:11
09 თებერვალი, 2016. 12:07
08 თებერვალი, 2016. 20:35
08 თებერვალი, 2016. 16:25
08 თებერვალი, 2016. 12:14
07 თებერვალი, 2016. 15:44
05 თებერვალი, 2016. 12:05
05 თებერვალი, 2016. 11:31
05 თებერვალი, 2016. 11:05
04 თებერვალი, 2016. 12:51