reportiori.ge - თამარ სანიკიძე: ბავშვებს ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:51
საზოგადოება
თამარ სანიკიძე: ბავშვებს ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 17:48

,,რა თქმა უნდა, კურსის შეცვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების  ახლადდანიშნულმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, სამინისტროში რეფორმები მიყვანილია იმ კონდიციამდე, როცა მათი უშუალო განხორციელება მალე უნდა დაიწყოს. სანიკიძის ინფორმაციით, პირველკლასელებს  წელსაც გადაეცემათ  კომპიუტერები, ოღონდ  განახლებული შინაარსით და ვერსიით. ,,ეს ნიშნავს იმას, რომ კომპიუტერები გამოყენებული იქნება ოპტიმალურად იმ დანიშნულებით, რა დანიშნულებითაც  აქამდე უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ისინი ჩართული იქნება ქსელში  და ვფიქრობ, ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება ჩვენს ბავშვებს“, – აღნიშნა მან. განათლების   მინისტრმა პროფესიულ სასწავლებლების მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება. ,,პროფესიული სასწავლებლების შემთხვევაში აქცენტი არ კეთდება  მხოლოდ იმაზე, რომ სწავლა იქნება უფასო. სწავლა იქნება ძალიან ხარისხიანი.  ევროსაბჭოს, მსოფლიო ბანკის და სხვა დონორი ორგანიზაციების ექსპერტების ჩართულობით  დამუშავდა ახალი პროგრამები“. ,,პროდუქტი, რომელსაც ვთავაზობთ, იქნება გაცილებით მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი,-განაცხადა თამარ სანიკიძემ. მისი თქმით, მოადგილეებთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, ამდენად, განათლების მინისტრის  პირველი მოადგილის ვინაობა, ამ  ეტაპზე გაურკვეველია.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016