reportiori.ge - მაკა ჩიჩუა: ჩათვალეთ, პირველი ლედი უკვე გყავთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:51
ყვითელი
მაკა ჩიჩუა: ჩათვალეთ, პირველი ლედი უკვე გყავთ!
ავტორი:
31 მარტი, 2014. 19:39



გაზეთი „ქრონიკა+“ პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალის მაკა ჩიჩუას ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ქრისტინე გარუჩავაზე საუბრობს. ქრისტინე, როგორც მასმედიის საშუალებები წერდნენ, პრეზიდენტის ახალი გატაცებაა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიარსამსახურის თანამშრომელია. სხვადასხვა საიტები წერდნენ, რომ მარგველაშვილი შეყვარებულია და მაკა ჩიჩუას იმედი, რომ ოფიციალურად გახდეს პირველი ლედი, იმედად შეიძლება დარჩეს. თუმცა, მაკამ განაცხადა, რომ ის ქრისტინეს იცნობს და ყველაფერი ჭორია.

 

„ქრისტინეს ვიცნობ. ერთად ვმუშაობდით, ძალიან კარგი გოგოა და კარგი ურთიერთობა გვაქვს. არ ვიცი, რაზე მელაპარაკებით, ამაზე როგორ შეიძლება კომენტარი გავაკეთო. შევავლე თვალი რაც პრეზიდენტსა და ქრისტინეზე დაიწერა, მაგრამ ეს ჭორია. არ ვიცი, ვინ რას იტყვის, ამას ნამდვილად ვერ გავაკონტროლებ. როგორ შეიძლება ჭორზე ვიეჭვიანო!“, - აცხადებს მაკა ჩიჩუა.

 

რაც შეეხება იმას, აპირებენ თუ არა ურთიერთობის დაკანონებას ის და პრეზიდენტი მარგველაშვილი, ჩიჩუა აცხადებს, რომ ჯერ არ ჩქარობენ. ჟურნალისტის შეკითხვაზე კი, როდის ეყოლება საზოგადოებას პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა პასუხობს, რომ საზოაგდოებას შეუძლია ჩათვალოს, რომ პირველი ლედი უკვე ყავს.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016