reportiori.ge - მიტროპოლიტი ანდრია: მარხვაში შესაძლოა გარკვეული შემსუბუქება დაიშვას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:28
რელიგია
მიტროპოლიტი ანდრია: მარხვაში შესაძლოა გარკვეული შემსუბუქება დაიშვას!
ავტორი:
01 აპრილი, 2014. 12:05


ექვსიდან ცხრა მარტამდე კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში მართმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლების შეკრება მოეწყო, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქრთველოს ეკლესიის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. 2016 წლისთვის მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი შეკრებაა დაგეგმილი, რომლის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას მართლმადიდებელთა ერთობა აჩვენოს. აღნიშნული კრება მოწვეული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში გამოტანილი ყველა საკითხი განიხილება და სრული კონსენსუსის საფუძველზე გადაწყდება. პატრიარქის თქმით, თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, საქართველოს ეკლესიას მასში მონაწილეობის მიღება გაუჭირდება.


ამბიონთან" ინტერვიუში გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია აცხადებს, რომ ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მარხვა იქნება.


„ზოგიერთი ეკლესიის წარმომადგენელი თვლის, რომ მარხვის წესი, რომელიც დღესაა მიღებული ეკლესიაში, სამონაზვნო ტრადიციაა და დღევანდელი ერის ადამიანისათვის ასეთი ტიპის მარხვის დაცვა რთულია. ამიტომ, შესაძლოა გარკვეული შემსუბუქება იყოს დაშვებული. მაგალითად, გახსნილდეს თევზით ისეთ მარხვებში, როგორიცაა მიძინების მარხვა, ასევე, სადღესასწაულო დღეებში, დიდმარხვის კვირა დღეებში", - განმარტა მიტროპოლიტმა.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016