reportiori.ge - მიტროპოლიტი ანდრია: მსოფლიო პატრიარქმა აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ნაწილად მიიჩნევს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 16:52
რელიგია
მიტროპოლიტი ანდრია: მსოფლიო პატრიარქმა აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ნაწილად მიიჩნევს!
ავტორი:
01 აპრილი, 2014. 12:43


ექვსიდან ცხრა მარტამდე კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში მართმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლების შეკრება მოეწყო, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქრთველოს ეკლესიის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. 2016 წლისათვის მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი შეკრებაა დაგეგმილი, რომლის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას მართლმადიდებელთა ერთობა აჩვენოს. აღნიშნული კრება მოწვეული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში გამოტანილი ყველა საკითხი განიხილება და სრული კონსენსუსის საფუძველზე გადაწყდება. პატრიარქის თქმით, თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, საქართველოს ეკლესიას მასში მონაწილეობის მიღება გაუჭირდება.


 

ამბიონთან" ინტერვიუში გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია აცხადებს, რომ კრებაზე მისმა უწმინდესობამ, პირველ რიგში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი დააყენა.


აფხაზეთის საკითხს იგი თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, ყველა ეკლესიის წინამძღოლის წინაშე და ყველა სამთავრობო დონის შეხვედრაზე აყენებს. შესაძლებელი უნდა გახდეს საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების დაბრუნება, უპირველეს ყოვლისა, დაბრუნება იმ მონასტრებისა და მონაზვნებისა, რომლებიც 2008 წელს არიან გამოდევნილნი აფხაზეთიდან, კერძოდ, კოდორის ხეობიდან. აფხაზეთის საკითხი დიდ კრებაზე გატანილი არ იქნება, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ გავაჟღერეთ და ყველა ეკლესიამ მოისმინა ჩვენი გულისტკივილი. ასეთივე მდგომარეობა და რთული ვითარება გააჩნია სერბეთის ეკლესიასაც.

 

სამწუხაროდ, აფხაზეთში უკანონოდ წარმოქმნილმა .. აფხაზეთის მიტროპოლიამ" თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა, რომელსაც ვინმე მღვდელ-მონაზონი დოროთე დბარი ხელმძღვანელობს. მისმა უწმინდესობამ მკაცრად აღნიშნა იმის შესახებ, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ზოგიერთი ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენელი დაუკითხავად ჩადის და მღვდელმოქმედებას აღასრულებს. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად აღნიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქო აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, მიიჩნევს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ნაწილად", - აცხადებს მიტროპოლიტი.





(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016