მედია
„მეცხრე არხის“ დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის წევრები ბიძინა ივანიშვილს პეტიციით მიმართავენ
ავტორი: თამარ ნადარეიშვილი
01 აპრილი, 2014. 12:15
ტელეკომპანია „მეცხრე არხის" დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის წევრები 15:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში 9 000 მოქალაქის მიერ ხელმოწერილ პეტიციას დატოვებენ. პეტიციაზე ხელმომწერები არხის აღდგენას უჭერენ მხარს.
ხელმოწერების შეგროვება თბილისსა და რამდენიმე რეგიონში 9 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, 1-ელ აპრილს პეტიციის წარდგენას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან პირველად „მეცხრე არხმა" მაუწყობლობა 2004 წლის 1-ელ აპრილს შეაჩერა.
ამას გარდა, „მეცხრე არხის" ყოფილი თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასა და მისთვის საკუთარი აზრების გაზიარებას ითხოვენ. თანამშრომლების განცხადებით, არხის ხელახლა ამუშავების შემთხვევაში, ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფუნქციას შეასრულებს.
12 თებერვალი, 2016. 00:39
09 თებერვალი, 2016. 23:38
09 თებერვალი, 2016. 18:37
09 თებერვალი, 2016. 18:01
09 თებერვალი, 2016. 12:11
09 თებერვალი, 2016. 12:07
08 თებერვალი, 2016. 20:35
08 თებერვალი, 2016. 16:25
08 თებერვალი, 2016. 12:14
07 თებერვალი, 2016. 15:44
05 თებერვალი, 2016. 12:05
05 თებერვალი, 2016. 11:31
05 თებერვალი, 2016. 11:05
04 თებერვალი, 2016. 12:51