reportiori.ge - მიტროპოლიტი ანდრია: მართლმადიდებელ ეკლესიათა შეკრებაზე ქორწინების საკითხიც განიხილება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:46
რელიგია
მიტროპოლიტი ანდრია: მართლმადიდებელ ეკლესიათა შეკრებაზე ქორწინების საკითხიც განიხილება
ავტორი:
01 აპრილი, 2014. 13:59


ექვსიდან ცხრა მარტამდე კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში მართმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლების შეკრება მოეწყო, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ეკლესიის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. 2016 წლისათვის მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი შეკრებაა დაგეგმილია, რომლის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას მართლმადიდებელთა ერთობა აჩვენოს. აღნიშნული კრება მოწვეული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში გამოტანილი ყველა საკითხი განიხილება და სრული კონსენსუსის საფუძველზე გადაწყდება. პატრიარქის თქმით, თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, საქართველოს ეკლესიას მასში მონაწილეობის მიღება გაუჭირდება.

 

ამბიონთან" ინტერვიუში გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია აცხადებს, რომ ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ქორწინების საკითხიც იქნება.


ქორწინებასთან დაკავშირებით საუბარია იმის შესახებ, რომ თანამედროვე სამყაროში მართლმადიდებელი ადამიანის არამართლმადიდებელზე შეუღლება ხდება. შესაძლოა ქრისტიანი იყოს, მაგრამ არამართლმადიდებელი, ან არაქრისტიანი. განსახილველია, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს ამ შემთხვევაში ეკლესიამ სჯულის კანონის მიხედვით. საქართველოს ეკლესია, და არა მარტო საქართველოს ეკლესია, ამ ტრადიციას იცავს - ჯვრისწერა უცხო აღმსარებლობის ადამიანთან არ ხდება. ზოგიერთი ეკლესიის შეხედულებით, რომლებიც ძირითადად XVII, XVIII, XIX საუკუნეებში ჩამოყალიბდა, ჯვრისწერა შეიძლება შედგეს მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა ეკლესია იმ ტრადიციას მისდევს, რომელიც მისთვის მისაღებია და თავის ტრადიციას მეორე ეკლესიას არ ახვევს, თან ანგარიშს უწევს არსებულ მდგომარეობასაც. არის ეკლესიები, რომლებიც სრულებით უცხო გარემოში არსებობენ. მაგალითად, ანტიოქიის ეკლესია, პოლონეთისა და ჩეხეთის ეკლესიები და სხვა. ამიტომ, მათ თავიანთ ადგილობრივი ტრადიციები გააჩნიათ. სწორედ ასეთ საკითხებზეა საუბარი", - განაცხადა მიტროპოლიტმა.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016