ყვითელი
ჩილეში მომხდარმა მიწისძვრამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ავტორი: თამარ ნადარეიშვილი
02 აპრილი, 2014. 17:22
ჩილეში 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მომხდარის შედეგად, ცუნამის საშიშროება გამოცხადდა.
ცუნამის შემთხვევაში საფრთხე პანამის სანაპირო რაიონებს, ეკვადორს, კოლუმბიას, პანამას, კოსტარიკასა და ნიკარაგუასაც ემუქრება.
როგორც უცხოური მედია იუწყება, მოსალოდნელი ცუნამის გამო, ჩილეს სამხრეთ ნაწილში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალების განცხადებით, მომხდარი მიწისძვრიდან 45 წუთის შემდეგ, ჩილეს სანაპიროს 2 მეტრიანმა ცუნამმა გადაუარა. სეისმოლოგების თქმით, მიწისქვეშა ბიძგები ოკეანის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.
ცნობისთვის: 2010 წელს ჩილეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ცუნამის 500 ადამიანი ემსხვერპლა.
05 თებერვალი, 2016. 12:24
02 იანვარი, 2016. 12:16
04 დეკემბერი, 2015. 11:00
04 დეკემბერი, 2015. 00:15
14 ოქტომბერი, 2015. 16:44
14 ოქტომბერი, 2015. 10:53