reportiori.ge - დასაკლავად გამზადებულმა ხარმა ბავშვივით იტირა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:19
სხვადასხვა
დასაკლავად გამზადებულმა ხარმა ბავშვივით იტირა
ავტორი:
03 აპრილი, 2014. 12:30


ჰონკონგის ერთ-ერთ სასაკლაოზე უჩვეულო ამბავი მოხდა - ხარმა, რომელიც თავის რიგს უცდიდა, დაიჩოქა და ტირილი დაიწყო. ამ სურათის შემხედვარე ყასბები, რომლებიც წლების მანძილზე ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, ხარის საქციელმა აატირა.  ისინი ისე შეძრა ნანახმა, გამოისყიდეს ხარი და გადასცეს ბუდისტურ ტაძარს, სადაც ის მშვიდად გალევს დარჩენილ დღეებს.


ადამიანები ფიქრობენ, რომ პირუტყვმა არ იცის ტირილი, მაგრამ ეს ხარი ტიროდა, როგორც ბავშვი. თმები ყალყზე მიდგებოდა, ისე ჰგავდა მისი ქცევა ადამიანურს. ვუყურებდი ჩემს თანამშრომლებს და ვხედავდი, რომ არცერთს არ შეეძლო ხარზე ხელის აღმართვა", - თქვა ერთ-ერთმა ყასაბმა ბილი ფონგმა.


ვერაფრით ვერ შევძელით მისი ფეხზე წამოყენება. მხოლოდ მაშინ წამოდგა, როცა მისი ტაძარში წაყვანა გადავწყვიტეთ და ისიც დავარწმუნეთ; გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მას ჩვენი ლაპარაკი ესმოდა!", - განაცხადა ტატ ნინი.


შემთხვევის შემდეგ სამი მუშა საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ვეღარასოდეს დაკლავენ პირუტყვს, რადგან არ ძალუძთ მეხსიერებიდან ხარის თვალებიდან მომდინარე ცრემლების ამოშლა.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016