ყოფილი პარლამენტარი და მწერალი ნოდარ გრიგალაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია "რეპორტიორის" ოჯახისახლობელმა დაუდასტურა. ნოდარ გრიგალაშვილს ბოლო ერთი წლის მანძილზე ფილტვის სიმსივნე ჰქონდა და ის საავადმყოფოში ორიდღის წინ გადაიყვანეს.
ნოდარ გრიგალაშვილი 1958 წლის 3 მაისის ბორჯომის რაიონში სოფელ ყვიბისში დაიბადა,
იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასისტენტი; 1981 წელს მესტიის სკოლა-ინტერნატის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1981-1987წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და I საშუალოსკოლის პედაგოგი; 1984-1988წწ. ალმანახ "კრიტიკის" განყოფილების გამგე; 1987-1990წწ. გამომცემლობის მთავარი რედაქტორი; 1990-1998წწ. გაზეთ "საქართველოს " მთავარი რედაქტორი; 1998 წლიდან "ახალი საქართველოს" მთავარი რედაქტორი. ავტორია ლექსებისკრებულის "ზრუნვის საგანი"(1987), ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილების "სამწუხარო პარალელები"(1988).