reportiori.ge - ირაკლი ალასანიამ უწყებიდან დათხოვნილი ყოფილი „გაიშნიკები“ აღადგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:36
პრეს-დაიჯესტი
ირაკლი ალასანიამ უწყებიდან დათხოვნილი ყოფილი „გაიშნიკები“ აღადგინა
ავტორი:
03 აპრილი, 2014. 14:21


თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელის განცხადებით, რომელიც „კვირასთან" ინტერვიუში გააკეთა,  უწყებაში  ჯარისკაცების შეურაცხყოფა კვლავ გრძელდება,  თანამდებობაზე კი მინისტრი საკუთარი პარტიის ყოფილ წევრებსა და მეგობრებს  სუბიექტური გადაწყვეტილებებით ნიშნავს.


რესპოდენტი, რომლის ვინაობასაც კვირა" შეგნებულად არ ასახელებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების  რიგითი თანამშრომელია. მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მინისტრმა საკუთარი მძღოლი კახაბერ ჩიხრაძე დანიშნა, ხოლო მის მოადგილედ  ახლო  მეგობარი,  შმაგი კოპაძე. თუმცა, მას  არც  იურიდიული განათლება  და არც  შესაბამისი სამხედრო ჩინი  არ აქვს.


რა პრინციპით  დანიშნა თავდაცვის მინისტრმა კახაბერ ჩიხრაძე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე არავინ იცის, ის ხომ სამხედრო პირი არ არის..  ალასანიას მძღოლი იყო... იცითვინ  აღადგინა  ირაკლი ალასანიამ  თავდაცვის სამინისტროშიუწყებიდან დათხოვნილი ყოფილიგაიშნიკები", დაცვის თანამშრომლები...  ამ ხალხს ერთი ღამეც კი არ აქვთ ყაზარმაში გათენებული...  დღეს თავდაცვის სამინისტროდან მასიურად ხდება იმ პირების დათხოვნა, ვინც მართლა ჯარისკაცი და სამხედრო პირია. ვინც მთელი შეგნებული ცხოვრება შეირაღებულ ძალებს შეალია! თავდაცვის სამინისტროში დღემდე ბაჩო ახალაიას მეთოდებით აგრძელებენ მუშაობას.   არაფერი შეცვლილა - მხოლოდ პოლიტიკური ძალის ჩანაცვლება მოხდა. თანამდებობები  ისეთმა პირებმა დაიკავეს, რომლებსაც  ტექნიკუმებიც კი არა აქვთ დამთავრებული. შეიარაღებულ ძალებში ჯარისკაცების  შეურაცხყოფა კვლავ გრძელდება. ნეპოტიზმი  მძვინარებს და ეს თემა ჩვენს ქვეყანაში მარადიულ პრობლემად იქცაჯარიკაცების მიმართ  ფსიქოლოგიური  და მორალური ტერორი კვლავ ხორციელდება", - აცხადებს რესპოდენტი.


მისი თქმით,  თავდაცვის მინისტრმა შმაგი კოპაძეს წინასაარჩევნო „ამაგი" დაუფასა და  თანამდებობაზე  დანიშნა.


ირაკლი ალასანიას მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს  პოზიციაზე დანიშნულ შმაგი კოპაძეს  იურიდიული განათლებაც კი არ აქვს. მასვე მინისტრმა ლეიტენანტის წოდება მიანიჭაალასანიას ამ შემთხვევაში კანონი არ დაურღვევია, მას იურიდიულად  ამის უფლება ჰქონდა, თუმცაეს მორალურად გაუმართლებელია და ეს მის სინდისზე იყოს! შმაგი კოპაძეს  არანაირი სამხედრო განათლება არ აქვს! არადასამხედრო პოლიციის  უფროსის მოადგილესშესაბამისი ცოდნა სხვებზე მეტად მოეთხოვება. ბოლოსდაბოლოს ის სამხედრო პირების ბედს წყვეტს! კოპაძე ირაკლი ალასანიას  დიდი ხნის მეგობარია, უახლოესი ძმაკაცი... წარმოშობით შიდა ქართლიდან არის  და ხელისუფლების შეცვლამდე  წინასაარჩევნო პროცესებში აქტიურად იყო ჩართულიის იყო  ალასანიასშესტიორკა", მან კი დაუფასა ეს ყველაფერი და სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნასამარცხვინოა!"


მისივე განმარტებით,  შმაგი კოპაძემ თავდაცვის სამინისტროდან აქტიურად დაიწყო  იმ პირების დევნა, რომლებსაც თავის დროზე წინა ხელისუფლებაც სდევნიდა.


კოპაძემ ერთ-ერთ რეპრესირებულ ადამიანს  პირდაპირ უთხრა: რაც გინდა, ის გააკეთედღეს  ჩვენ ვართ მთავრობაში და ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებსმე ვარ ირაკლი ალასანიას ძმაკაცი... სადაც გინდათ, იქ იჩივლეთ", - აცხადებს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი.


კიდევ ერთი დეტალი,  საქართველოს თავდაცვის მინისტრის N 1154 ბრძანების თანახმად,  რომელსაც მინისტრი ირაკლი ალასანია აწერს ხელს, საქართველოს შეიარაღებული  ძალების ნებისმიერი რანგის სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს სოციალურ ქსელში სამსახურეობრივი ინფორმაციის შემცველი ფოტო, ვიდეო ან სხვა სახის ელექტრონული მასალის განთავსება ეკრძალებათ".


თუმცა, თავდაცვის მინისტრის ეს ბრძანება, რატომღაც შმაგი კოპაძისთვის არ მოქმედებს. მას სოციალურ ქსელ ფეისბუქში" პირადი გვერდიც აქვს და იქ სამხედრო ფორმით  უამრავი ფოტო-მასალა აქვს ატვირთული.


ხშირად რიგით ჯარისკაცებს  მხოლოდ იმისთვის სჯიან, რომ სოციალურ ქსელში  ფორმით ფოტოები ატვირთეს. ამ დროს, შმაგი კოპაძე თავის ფოტოებს ჯარისკაცის ფორმით აქტიურად აქვეყნებს. ეს ფოტოები ხან ავღანეთშია გადაღებული, ხან - საქართველოშიეს კაცი მაინც არ ისჯება... მივმართავ თავდაცვის მინისტრსნუთუ კანონი ყველასთვის ერთი არ არის???", - აცხადებს რესპოდენტი. 


ცნობისათვის:  შმაგი კოპაძე 2010 წლის 17 ივნისიდან 2012 წლის ნოემბრამდე ქარელის რაიონის ალიანსი საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი იყო. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მან ამ თანამდებობაზე ყოფნისას შემოსავლის სახით 1875 ლარი მიიღო.


2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შმაგი კოპაძემ (N 117 განკარგულების თანახმად) ქარელის საკრებულო დატოვა და  თავდაცვის სამინისტროს შეირაღებულ ძალებში  დაიწყო  მუშაობა.  თავდაცვის სამინისტროს  გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილემ ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2012 წლის 26 დეკემბერს შეავსო.  დეკლარაციის თანახმად,  სამხედრო პირი თანამდებობის გარდა .. ,,რემშენი"- აქციონერია. რომელიც იჯარით სხვადახვა ოფისებს აქირავებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016