reportiori.ge - ბაჩო ახალაია: ბრალდებული ბიჭები ყველაზე წარმატებული სამხედროები არიან და ისინი მხოლოდ ჩემ გამო სხედან საბრალდებო სკამზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:49
სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე შს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ პროკურატურაში მის წინააღმდეგ . შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე  სცენარი მოიფიქრეს, მასზე რომ გასულიყვნენ. მისი თქმით, ის რაც შსს-ში ხდებოდა და რის შესახებაც საქმეა აღძრული, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო. 

რაც შეეხება რეინჯერის პროგრამა არსებობდა თუ არ არსებობდა ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ეს პროგრამა მის დროს შეიქმნა. 

"
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის პირები, ვინც ამ საქმეში დაზარალებულად არიან ცნობილი, არიან ადამიანები, რომლებიც არც ახლანდელ ხელმძღვანელობას და არც არავის არაფერში გამოადგება. როგორც კი სასამართლო დამთავრდება მათ საერთოდ არ ექნებათ არანაირი ფუნქცია. რაც შეეხება ჩემთან ერთად ბრალდებულებს ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე წარმატებული სამხედროები არიან საქართველოში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ბრალდებული ბიჭები ყველაზე წარმატებული სამხედროები არიან და ისინი მხოლოდ ჩემს გამო სხედან საბრალდებო სკამზე" , _ განაცხადა  ახალაიამ. 
მისი თქმით, საქმეში მის წინააღმდეგ ბრალდება უსაფუძვლოდ არის წარდგენილი და წამების ორგანიზება რომელსაც აბრალებენ რეალურად რეინჯერის კურსის ნაწილია. 
რაც შეეხება პროცესის მიმდინარეობას, პროცესზე დასკვნითი სიტყვები დაცვის მხარის ადვოკატებმა უკვე თქვეს და ბრალდებულების მხრიდან დასკვნითი ეტაპი დაიწყო. ადვოკატების დასკვნითი სიტყვის შემდეგ რეპლიკა წარმოთქვა პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაცვის მხარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს და მანვე სასამრთლოს მოუწოდა, რომ "უკანონობის თანაზიარი არ გახდეს". 
შაქრო ზაალიშვილის განცხადებით, ცოცხებზე გადასმა, დამცირება და არაადამიანური მოპყრობა ეს არის დანაშაული, რომელიც სპეცრაზმელების წინააღმდეგ ბაჩო ახალაიას ორგანიზებით შსს- ყოფილმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს. 
"
რეინჯერის კურსი თავიდანვე მოგონილი იყო დანაშაულის დამალვის მიზნით", _ განაცხადა შაქრო ზაალიშვილმა და მოსამართლეს მოუწოდა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. 
არ არის გამორიცხული, რომ განაჩენი დღესვე დადგეს, თუმცა ადვოკატები ვარაუდობენ, რომ განაჩენის გამოცხადებას მოსამართლე გადადებს.

-->
ბაჩო ახალაია: ბრალდებული ბიჭები ყველაზე წარმატებული სამხედროები არიან და ისინი მხოლოდ ჩემ გამო სხედან საბრალდებო სკამზე
ავტორი:
13 აგვისტო, 2013. 18:38

- +

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016
არქივი