ჟურნალი „გზა" პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილის, სამეჯლისო ცეკვების ოსტატის, გიგი გაჩეჩილაძის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ყვება, თუ როგორი ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი.
„ჩემი ქორწილი იქნება აუცილებლად ბუნებში, რადგან ბუნების მოყვარული ვარ და არც ქართული მუსიკა იქნება ფონად. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ქართული არაფერი მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანები რაღაც ჩარჩოებით არ უნდა ვიზღუდებოდეთ საკუთარ არჩევანში. ქართული ტრადიციაა ისიც, რომ ბიჭებს ცოლები მშობლების სახლში მიჰყავთ და მერე ახალდაქორწინებული წყვილის რჩენაზე დედ-მამა ზრუნავს, ჩემთვის კი ასეთი რაღაცეები მიღებულია", - აცხადებს გაჩეჩილაძე.
რაც შეეხება სიყვარულს, გიგი გაჩეჩილაძის თქმით, ბევრჯერ არ ყვარებია.
„ვიდრე სალომე შემიყვარდებოდა, ამერიკაში ოთხწლიანი სიყვარული მაკავშირებდა ერთ გოგონასთან. მაშინ დაშვებულ შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლე. თუმცა, იმ რვაწლიან ურთიერთობაშიც ბევრი შეცდომა დავუშვი. ვფიქრობ, მესამე სიყვარული საბოლოოდ გამომასწორებს. ცხოვრება გრძელდება. გიყვარდა, აღარ გიყვარს და კიდევ გეყვარება", - აცხადებს გაჩეჩილაძე.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)