მირანდა შელია საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისა და რუმინეთის პირველი ლიგის კლუბ „კლუჯის" ფეხბურთელის - გიორგი ჭანტურიას მეუღლეა. მირანდას რუმინელები ცნობილ მოდელს - ირინა შეიკს ამსგავსებენ. ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში მირანდა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სკოლა რუსეთში დაამთავრა, სწავლა რუსეთის მართლმსაჯულების აკადემიაში გააგრძელა, თუმცა როცა პრაქტიკებს რუსეთის სასამართლოში გადიოდა, მიხვდა, რომ ამ სისტემაში რუსეთში არასდროს იმუშავებდა.
„ამ პროტესტის მიზეზი ის გახლავთ, რომ რუსეთი სიტყვისგან „მართლმსაჯულება" ძალიან შორსაა. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ იღებენ მოსამართლეები უსამართლო გადაწყვეტილებებს, საქმეს ხელოვნურად ამძიმებდნენ... იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ქართველები ისხდნენ განსასჯელის სკამზე და ვხედავდი, როგორ უსამართლოდ ექცეოდნენ მათ. აქედან გამომდინარე, გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და ვთქვი, რომ რუსეთში ამ პროფესიით არასოდეს ვიმუშავებდი. ვოცნებობ, როგორც იურისტმა, ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანაში ვიმუშაო, სადაც კანონი მართლაც უზენაესი იქნება", - აცხადებს მირანდა შელია.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)