მუსიკალური ბიზნეს-კომპანიაVELVET MUSIC -ის 10 წლის იუბილე საქართველოში რამდენიმე დღის წინ აღინიშნა. ფოტოები რუსული ესტრადის საიუბილეო ღონისძიებიდან სოციალურ ქსელებში გავრცელდა. „ბრავო რექორდის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელია, რომელიც ერთ-ერთი სტუმარი იყო აღნიშნული ღონისძიებაზე, ambebi.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კომპანიის კორპორატიულ საღამოზე სტუმრებს შორის იყო ვერა ბრეჟნევა. საქართველოში გადაღებული ფოტოები ბრეჟნევას Instagram-ზე მალევე გაჩნდა. საქართველოში ყოფნის გამო სიხარული არ დაუმალავს კიდევ ერთ რუს სექსსიმბოლოს, ანა სემენოვიჩს, რომელმაც თბილისის აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
VELVET MUSIC -ის ხელმძღვანელი ლიანა მელაძეა, ხოლო წევრებს შორის კი, ბევრ ცნობილ შემსრულებლებთან ერთად, ვერა ბრეჟნევა და ძმები მელაძეებიც არიან. შეგახსენებთ, მუსიკალური ჯგუფის „ვია გრას“ სექსსიმბოლო, რომელიც მუსიკალურ სფეროში ამჟამად სოლო კარიერას ეწევა, რუსეთში მოღვაწე ქართველი წარმოშობის მუსიკოსსა და პროდიუსერს, კონსტრანტინე მელაძეს ხვდება.
(მოამ ზადა ლილუ მიროტაძემ)
(მოამ ზადა ლილუ მიროტაძემ)