ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია, დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ სამრეკლოში ეკლეესის ქურდობისთვის ბრალდებული 21 წლის აკაკი ფოცხვერაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ამ საკითხზე ღია წერილი გაავრცელა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მღვდელმსახური, იღუმენმა მამა ონოფრე წულაძემ.
„სიყვარულით მოუწოდებ ყველას, პირი რომელმაც წმ. სერაფიმე საროველის ტაძარში შეაღწია და შესაწირი ყუთიდან თანხა აიღო, განთავისუფლდეს სასჯელისაგან და მოემაგროს ჩვენს მონასტერს, ძმური დარიგებისა და სინანულის განცდისათვის, მისი შემდგომი სულიერი ცხოვრების წარმართვისათვის. ყოვლად უსამღვდელოესი მეუფე მელქისედეკი აკეთებს განცხადებას, რომ ეპარქიას რომელიც დაზარალებულად სცნო გამოძიებამ, არა აქვს პრეტენზია და არ სურს მისი დასჯა სისხლის სამართლის წესით, არამედ მონდომებულია და მზად ყოფნას გამოთქვამს იზრუნოს ამ ადამიანის სწორ, ქრისტიანულ გზაზე დაყენებისთვის, მისი შემდგომი ყოფის რეაბილიტაციისათვის. უფალმა შეიწყალოს ყოველი გზასაცდენილი და სინანულის გზით გააერთიანოს ქრისტეში!“- განაცხადა მამა ონოფერე წულაძემ.