reportiori.ge - მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:46
რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს
ავტორი:
07 აპრილი, 2014. 11:10


მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს „ერთს ათორმეტთაგანს - დიდ საეკლესიო დღესასწაულს,"-  ხარებას ზეიმობს.


ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს,  ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა".


დღესასწაულთან  დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე კი წირვა-ლოცვას სვეტიცხოველში აღასრულებს.


ხარება ოდითგან მიიჩნეოდა დიდ უქმედ. ხალხში გავრცელებული იყო გამოთქმა: „ხარებას ჩიტიც კი არ აგებსო ბუდეს" - ანუ, ამ დღეს არ შეიძლებაო მუშაობა.  იყო ასეთი მინიშნებაც - „როგორც გაატარებ ამ დღეს, ისეთი იქნებაო შენთვის მთელი წელიწადი!"


(მოამზადა დიანა ლიპარტელიანმა)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016