reportiori.ge - ილია მეორე ჟურნალისტებს: მინდა გთხოვოთ, როგორც ჩვენს სულიერ შვილებს - სიკეთეზე წერეთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:46
რელიგია
ილია მეორე ჟურნალისტებს: მინდა გთხოვოთ, როგორც ჩვენს სულიერ შვილებს - სიკეთეზე წერეთ
ავტორი:
07 აპრილი, 2014. 17:52



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოველში ქადაგებისას ჟურნალისტებს მიმართა  და სთხოვა, რომ კარგი ამბის მახარობლები იყვნენ.

 

"დღეს მინდა შეგახსენოთ, ყოველი მორწმუნე მოვალეა იყოს მახარობელი, სიხარულის მომტანი. ზოგს სიამოვნებს, რომ სხვას რაღაცა ცუდს ეუბნება. მე არაერთხელ მითქვამს ჩვენი ჟურნალისტებისთვის, რატომ წერენ ამდენ ცუდს, ამდენ ნეგატივს, ვიღაცამ ვიღაცა მოკლა და ა.შ. და ამაზე ასეთი პასუხი მივიღე, ხალხს ეს უფრო აინტერესებსო. ხალხს ეს არ აინტარესებს, ხალხი დაიღალა ამ ყოველივეთი. მინდა გთხოვოთ, როგორც ჩვენს სულიერ შვილებს, სიკეთეზე წერეთ, ბევრი რამ არის კარგი და ეს უნდა დავინახოთ ჩვენ. მივმართავ პრესას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა წეროთ ნეგატიურიც. მაგრამ ამასთან დადებითზეც უნდა წეროთ, სიხარული უნდა მოუტანოთ ხალხს. გეძლევათ, ლოცვა-კურთხევა ყველას, პირველ რიგში ჩემს თავს ვეუბნები, ყველა მახარობელი უნდა ვიყოთ და სიხარულით უნდა აივსოს ადამიანი", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

უწმინდესის განცხადებით, დღეს სასულიერო პირები გავლენ მცხეთაში და აკურთხებენ ქუჩებს. პატრიარქმა ასევე მოუწოდა ყველა ადამიანს - მონაწილეობა მიიღონ ამ კურთხევაში და ნაკურთხი წყალი ასხურონ თავის გარშემო გარემოს, ქუჩას, სახლს, ოჯახის წევრებს. ქადაგების დროს პატრიაქმა ასევე აკურთხა სამი ჯვარი, რომლებსაც აღდგომიდან მესამე კვირას წააბრძანებენ მსვლელობით ჯვარზე, თხოთის მთაზე და უჯარმაზე.

 

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016