reportiori.ge - ორი ნახევარფინალისტი ცნობილია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 06:27
სპორტი
ორი ნახევარფინალისტი ცნობილია
09 აპრილი, 2014. 12:49




„ჩელსი“ – „პსჟ“ 2:0


წინასამატჩო პრესკონფერენციაზე როლან ბლანმა განაცხადა „ჩელსის“ ძალა პარიზშიც ვიგრძენით და დღეს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთო.

ჟოზე მურინიო უფრო კატეგორიული იყო: „ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ და ნახევარფინალში გავალთ“.

 

ორივე მწვრთნელი მართალი გამოდგა, ორივეს წინასწარმეტყველება ახდა. ფრანგები მართლაც ფრთხილობდნენ და მგონი ზედმეტადაც. ლავეცი და კვანი სიღრმიდან მოქმედებდნენ და ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. ლუკას მოურა უფრო აქტიური იყო, მაგრამ პარტნიორები მხარს არ უბამდნენ და ესეც მარტო იბრძოდა, რამდენჯერმე კარგი დრიბლინგიც გამოუვიდა, მაგრამ „ჩელსის“ მცველები ბოლოს სიმრავლით სჯობდნენ. ინგლისელთა ორივე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს, „ჩელსი“ პანიკის გარეშე, თანამიმდევრად ავიწროებდა მოწინააღმდეგეს, მწვრთნელის მითითებებს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა და დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში. ჟოზე მოურინიომ აშკარად აჯობა თავის პარიზელ ვიზავის. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე „პსჟ“ სულ სხვა გუნდია, მის გარეშე ლიდერის ფუნქცია ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ იტვირთა და ამიტომაც გავდნენ პარიზელები უგენერალო არმიას.





„ბორუსია“ – „რეალი“ 2:0


პირველი შეხვედრის მსგავსად მასპინძლებმა აქაც ორბურთიანი სხვაობით იმარჯვეს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ გამოდგა. იურგენ კლოპი არ მალავდა, რომ მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, მისი ფეხბურთელები თამამად შეუტევდნენ და შეეცდებოდნენ მრისხანე მეტოქე საჭირო სხვაობით დაემარცხებინათ. კარლო ანჩელოტი უფრო ფრთხილი იყო, რონალდოს არყოფნაში მისი გუნდის შემტევი პოტენციალი რომ თითქმის ნახევრდებოდა, მშვენივრად უწყოდა და შეგირდებისგან მოედნის ცენტრში უშეღავათო ბრძოლას მოითხოვდა. თამამად შეიძლება ითქვას – შეხვედრის გმირი მადრიდელთა მეკარე იკერ კასილიასია, რომ არა ის, ნახევარფინალში გერმანელები გავიდოდნენ. სამეფო კლუბის ასე დაჩაგვრა, მეგონა, მხოლოდ „ბარსელონას“ შეეძლო, თურმე ვცდებოდი. დორტმუნდელებს თავისუფლად შეეძლოთ კიდევ ორი-სამი ბურთის გატანა, მაგრამ ესპანელთა საბედნიეროდ, მათ კარში ლოპესის ნაცვლად კასილიასი იდგა.

თამაშის შემდეგ მადრიდელები სიმწრის ოფლს იწმენდნენ, რადგან როგორც ამბობენ, ცალი ფეხით ძლივს გაასწრეს მოედნიდან გერმანელებს.

იურგენ კლოპი და მისი შეგირდები კი ამაყად თავაწეულები დაემშვიდობენ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებას.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016