ყვითელი
თამთა შედანია: ერთი წუთით არ მიფიქია აბორტზე!
09 აპრილი, 2014. 13:17
მოდელი, „მის საქართველო“ თამთა შედანია და ბიზნესმენი ერეკლე მანგოშვილი 30 მარტს გოგონას მშობლები გახდნენ. წყვილი ჯვრისწერას გოგონას ნათლობაზე გეგმავს. როგორც თამთა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აცხადებს, „მის მსოფლიოზე“ გამგზავრებისას არ იცოდა, თუ ორსულად იყო.
„ორსულად რომ ვიყავი, კონკურსიდან ჩამოსვლის შემდეგ აღმოვაჩინე. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის მხრივ ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, ერთი წუთით არ მიფიქია აბორტზე. ღვთის საჩუქარზე უარი არასდროს უნდა თქვა. შვილის გამო ყველაფერი გვერდზე გადავდე“, -აცხადებს ახალბედა დედა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)
05 თებერვალი, 2016. 12:24
02 იანვარი, 2016. 12:16
04 დეკემბერი, 2015. 11:00
04 დეკემბერი, 2015. 00:15
14 ოქტომბერი, 2015. 16:44
14 ოქტომბერი, 2015. 10:53