reportiori.ge - BBC- პატრიარქი ილია მეორე ქართველების აზრით ქვეყანაში ყველაზე პატივსაცემი ადამიანია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:18
საზოგადოება
BBC- პატრიარქი ილია მეორე ქართველების აზრით ქვეყანაში ყველაზე პატივსაცემი ადამიანია
09 აპრილი, 2014. 14:46



 ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ BBC-მ   2013 წელს გამოსცა საინტერესო სტატია                           „10 რამ რაც საქართველოზე არ იცოდით“ ეს სტატია ამჟამად არქივში ინახება.

1.ქართული ენა :  როდესაც ქართველების საუბარს მოისმენთ, დარწმუნდებით, რომ მსგავსი სიტყვები არსად მოგისმენიათ. ის სხვა ენებს არ ჰგავს. ქართველებს საკუთარი ანბანი და ძალიან ლამაზი დამწერლობა აქვთ.
 

2. საქართველოს "Georgia" არ ქვია: თუ ჩვენ, უცხოელები ამ ქვეყანას Georgia- ვუწოდებთ, ქართველები მას საქართველოს ეძახიან.
 

3. იოსებ სტალინის პორტრეტები: მისი სიკვდილის შემდეგაც კი, აქ არის ბაზარი, სადაც სტალინის პორტრეტები იყიდება. ზოგიერთი ასაკოვანი ქართველისთვის სტალინი პატივსაცემი ადამიანია, რომელსაც ძლიერ ლიდერს უწოდებენ და რომელმაც ჰიტლერი დაამარცხა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სტალინს როგორც ტირანს, ისე იხსენიებენ.

 

4. მაღალი მთები: რომელია ევროპაში ყველაზე მაღალი მთაგრეხილი? სწორი პასუხია - კავკასიონი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ყველაზე მაღალი მწვერვალი რუსეთშია, საქართველოში მეორე უმაღლესი მწვერვალი შხარაა. ეს შთამბეჭდავი მთები სახიფათო გზებთან და სოფლებთან ერთად ზამთარში იკეტება. ამ ადგილებში ადგილობრივები არაერთ საინტერესო ლეგენდას მოგითხრობენ. საქართველოს მთიანი რეგიონები უამრავ ტურისტსა და ადგილობრივს იზიდავს - მთამსვლელებისთვის, ტურისტებისთვისა და მოთხილამურეებისთვის ნამდვილი თავგადასავალი იწყება.
 

5. ახალი შენობები: ქვეყანაში პარლამენტისა და პოლიციის ახალი შენობები შენდება - შენობებს მინით იმიტომ ფარავენ, რომ ეს გამჭვირვალობის სიმბოლოა. თუმცა, ამასობაში ქვეყნის ბევრი გზა და ინფრასტრუქტურა ცუდ მდგომარეობაშია.

 

6. ნაბიჯი ფრთხილად:კვლევის მიხედვით, საქართველო ჰომოფობიით შეპყრობილ ქვეყნებს შორის არის. თბილისში მაისში ათასობით ადამიანი გამოვიდა და განრისხება გამოხატა ჰომოსექსუალების მიმართ - ქვეყნის დედაქალაქში ჰომოსექსუალების საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მეგაფონით მოუწოდებდნენ: "გეებო, ევროპაში წადით!". თუმცა, ქართველებშიც იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თანამემამულეთა საქციელი დაგმეს და ამ აქციას "საქართველოსთვის მწუხარე დღე" უწოდეს.
 

7. მეგობრული  ქართველები: ქართველებისთვის სტუმარი ღვთის საჩუქარია.

 

 

8. ქართველები რელიგიური ხალხია: თუ ევროპაში მცხოვრები ბევრი ერის წარმომადგენელმა დროთა განმავლობაში რწმენის მიმართ ერთგულება დაკარგა, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია ძლევამოსილია. ქვეყანაში ყველა ეკლესიის მიმართ პატივისცემით იზრდება. საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ქართველების აზრით ქვეყანაში ყველაზე პატივსაცემი ადამიანია.

 

9. ოჯახი: ქართველებისთვის ოჯახი და მეგობრები მნიშვნელოვანია. როდესაც რაიმე პრობლემა აქვთ, ყველა ერთმანეთს ეხმარება.

 

 

10. საქართველო ევროპაშია და არა შეერთებულ შტატებში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016