reportiori.ge - ლალი მოროშკინა: მივმართავ ღარიბაშვილს – ათი კაცია მის გარემოცვაში გასანეიტრალებელი და სააკაშვილი დამთავრდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:56
პრეს-დაიჯესტი
ლალი მოროშკინა: მივმართავ ღარიბაშვილს – ათი კაცია მის გარემოცვაში გასანეიტრალებელი და სააკაშვილი დამთავრდება!
ავტორი:
09 აპრილი, 2014. 16:31



სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა ამბობს, რომ ნუგზარ წიკლაურის ცემა და მოწმე თათუხაშვილის სიკვდილი სააკაშვილის ტვინში მოხარშული იმ საშიში გეგმის ნაწილია, რომელიც მთელი ძალით გაზაფხულზე ამოქმედდება:

– პირდაპირ ვაცხადებ, რომ წიკლურის ცემა ნაციონალების ოფისში დაიგეგმა. წიკლაურის ცემა და თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტი – ეს არის ერთი დიდი გეგმის ნაწილი. ამ გეგმის უკან დგანან ის ძალები, რომლებიც გაბნეულნი არიან სამინისტროებში, დეპარტამენტებში და რომლებიც ნაციონალური მოძრაობის სერიოზულ საყრდენს წარმოადგენენ. ეს არის საკმაოდ დიდი და საშიში ძალა.

– თქვენ თქვით, სააკაშვილს ყველაფერი კარგად აქვს გათვლილიო, კონკრეტულად რას გულისხმობთ?

– ვერ დავეთანხმებიიმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა. არაფერი არ დამთავრებულა. „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო“, – ახლა ზუსტად ამ სტადიას გავდივართ, როცა ცალკეული ძალები, როგორც ფანტასტიკურ ფილმებში ხდება, ახერხებენ მოჭრილი ნაწილების ისევ შეერთებას და კიბორგებად გვევლინებიან.

ახლა, რაც შეეხება გეგმას, რომელიც ზემოთ ვახსენე. ამ გეგმის თავში არიან ლობისტური კომპანიები. ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია შიდა დასაყრდენ ძალას, რომლებიც უწყებებში ძალიან მაღალ პოსტებს ინარჩუნებენ. მათი საშუალებით ხდება ინფორმაციის მაქსიმ ალური გადინება. სიტუაციის არევა კი განხორციელდება გარედან. მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ეს მოხდება გაზაფხულზე. დაიწყება მასობრივი დარბევები. იმასაც გეტყვით, ვინ იქნებიან შემსრულებლები. ეს ის ხალხია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის შეწყალებით ციხიდან გამოუშვა და მე არაერთხელ მითქვამს, რომ მან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ბრალდებული საშიში დამნაშავეები შეიწყალა. ისინი ახლა შემწყალებლის ზარს ელოდებიან, მის დავალებას. პიველი ასეთი ზარი უკვე მიიღეს და დავალებაც შეასრულეს – წიკლაური ნაცემია, თათუხაშვილი კი – ნაწამები და გარდაცვლილი.

– თქვენ ფიქრობთ, რომ არა მხოლოდ წიკლაურის ცემაა ნაციონალების გეგმის ნაწილი, არამედ თათუხაშივლის გარდაცვალებაც?

– კი არ ვფიქრობ, ეს ზუსტად ვიცი. მე კარგად ვიცნობდი თათუხაშვილის მამას, რომელიც ნაციონალებმა ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ კაცი დაბრმავდა და ბოლოს საერთოდ წავიდა საქართველოდან. უცებ, რატომღაც, ამ კაცის შვილი გახდა ნაცების კერპი. პირდაპირ ვამბობ, თათუხაშვილი არის სააკაშვილის და ნაციონალების გირგვლიანი. თავისი გირგვლიანი სჭირდებოდათ და ნაწამები და გარდაცვლილი თათუხაშვილის სახით მიიღეს კიდეც.

– თქვენი ინფორმაციით, ეს სააკაშვილის გეგმის მხოლოდ დასაწყისია?

– დიახ, რომელიც მასობრივ სახეს მიიღებს ამ გაზაფხულზე.

– სააკაშვილს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ვეღარ ჩამოდის, ამის ძალა აქვს?

– თავის დროზე სააკაშვილი ეხმარებოდა ტიმოშენკოს, მისთვის აქედან ზონდერებიც კი ჩაჰყავდა. ახლა ტიმოშენკოს ჯერია. ის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია და ფინანსებს არ ზოგავს, რომ მიშას სიტუაციის არევაში დაეხმაროს. ფული კი, მოგეხსენებათ, ჯოჯოხეთს ანათებს, განსაკუთრებით კი მოქმედებს სტუდენტებზე და არასამთავრობო სექტორზე. ეს ძალა დღეს ყველაზე საშიშია და გეტყვით, რატომ – თუ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩვენ ვიცოდით კონკრეტული სახელები, ვის ვებრძოდით, დღეს მათ ქამელეონივით ფერი იცვალეს.

– თქვენ ნაციონალებს მომართეთ – გეშინოდეთ ჩემი, რადგან შესაბამის უწყებებს უტყუარი მტკიცებულებები გადავეციო. რა მტკიცებულებებზეა საუბარი?

– პირდაპრ მტკიცებულებები, რომ საბოტაჟისთვის ემზადებიან.

– სააკაშვილი დაკითხვაზეა დაბარებული, როგორ ფიქრობთ, ეს არ იქნება საკმარისი მის შესაჩერებლად?

– უნდა შევეგუთო იმას, რომ სააკაშვილი არის უაღრესად მშიშარა ადამიანი და ის დასაკითხად არ ჩამოვა. გეტყვით, რა არის საჭირო მის შესაჩერებლად. ჯერ ერთი, შეგვიძლია, გამოვიყენოთ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა, დავუბლოკოთ ანგარიშები და ის უმალ იქცევა საერთაშორისო მაწანწალად. მაგრამ არსებობს ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტური შესაძლებლობა იმისა, რომ სააკაშვილი დამთავრდეს. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ათი კაცის დაკავება, რომლებიც სააკაშვილთან მესიჯობენ, ყოველი დღის ბოლოს ინფორმაციას აწვდიან.

– ვინ არის ეს ათი კაცი?

– სადაც საჭიროა, მე ისინი უკვე დავასახელე! ამ ათი კაცის განეიტრალება დღის ბოლომდე, და სააკაშვილი დამთავრებულია. მერწმუნეთ, სააკაშვილი დღეს მხოლოდ ამ ათ კაცზე დგას, არც მეტი – არც ნაკლები.

– ჩინოვნიკები არიან?

– ვსაუბრობ სამთავრობო უწყებებში მოკალათებულ ათ კაცზე, რომლებსაც მიშა „ესემესჩიკები“ შევარქვი და რომლებიც უცხოეთში სახელმწიფო მივლინებების ფორმით დადიან და იქ სინამდვილეში სააკაშვილს ხვდებიან. სხვათაშორის, გეგმის განხორციელებაში ჩართულია საზღვარგარეთ მოღვაწე რამდენიმე კანონიერი ქურდიც, რომლებიც მიშას გვერდით იყვნენ „ვარდების რევოლუციის“ დროსაც და რომლებთანაც ზემოხსენებული მაღალჩინოსნები დღეს კონსულტაციებზე დარბიან.

– ეს საკმაოდ სერიოზული განცხადებაა...

– რომელზეც მე პასუხს ვაგებ, რადგან, როგორც გითხარით, მაქვს უტყუარი მტკიცებულებები და ეს მტკიცებულებები უკვე გადავეცი პროკურატურას.

ჩვენ ახლა ყიჟინა უნდა დავცეთ, რომ ქვეყნის მოღალატე სააკაშვილს, პირველ რიგში, ანგარიშები გაუყინონ. ირაკლი ღარიბაშვილი სათანადო სიმაღლეზე დგას და მისი იმედი მაქვს, უბრალოდ, მინდა, საჯაროდ მივმართო, რომ ათი კაცია მის გარემოცვაში გასანეიტირალებელი და სააკაშვილი დამთავრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფას თავიდან ვერ ავიცილებთ.

ბოლოს, მინდა, გამოვეხმაურო „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ აგორებულ, მიზანმიმართულ კამპანიას, მხოლოდ ერს ვიტყვი – ვერც კი ხვდებიან ეს ადამიანები, ისედაც რეიტინგულ გაზეთს კიდევ რამხელა პიარს უკეთებენ. რა თქმა უნდა, სააკაშვილისა და ნაციონალებისთვის, მათი მიმდევრებისთვის „ასავალ-დასავალი“ ანტისახელმწიფოებრივი გაზეთია. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს!

 

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

გაზეთი „ასავალ-დასავალი“

 

09. 04. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016