reportiori.ge - დავით ზალკალიანი: აუცილებლად შევისწავლით, როგორ მოხდა აფხაზეთის ტერტიორიიდან რუსული თვითმფრინავის შემოფრენა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:25
კონფლიქტები
დავით ზალკალიანი: აუცილებლად შევისწავლით, როგორ მოხდა აფხაზეთის ტერტიორიიდან რუსული თვითმფრინავის შემოფრენა
10 აპრილი, 2014. 12:30

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხურჩაში აფხაზეთის ოკუპირებული ტერტიორიიდან რუსული თვითმფრინავის შემოფრენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შეისწავლის.


ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განუცხადა.


" აუცილებლად შევისწავლით, თუ როგორ მოხდა, რა პირობებში. შესაბამისად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება ინფორმირებული, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე ყველა დელეგაცია", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.


ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დღეს მცირე ზომის რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა. თვითმფრინავი ცოტა ხნით უკან გაბრუნდა, შემდეგ კი ისევ სოფლის თავზე დაფრინავდა.


ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ სავარაუდოდ ხურჩის ტერიტორიის სურათები გადაიღეს.


თვითმფრინავი სოფლის თავზე მაშინ გამოჩნდა, როცა სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ხურჩის მოსახლეობასთან შეხვედრა უნდა დაწყებულიყო.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016