კონფლიქტები
ხურჩაში ოკუპანტებმა ე.წ. აფხაზეთის საზღვრის დარღვევის ბრალდებით ორი ადგილობრივი დააკავეს
ავტორი: თეო ტაბატაძე
10 აპრილი, 2014. 16:28
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ე.წ. აფხაზეთის საზღვრის დარღვევის ბრალდებით ოკუპანტებმა ორი ადგილობრივი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. დაკავებულები სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰყავთ გადაყვანილი, თუმცა მათი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.
„სოფელ ხურჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გელა თორია და ტარიელ ბერია დააკავეს. დე ფაქტო აფხაზეთის მხრიდან მივიღეთ დასტური, რომ ეს მოქალაქეები იყვნენ დაკავებული ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო",- განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა რატიანმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს რუსულმა თვითმფრინავმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია და სოფელ ხურჩის თავზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იფრინა.
12 თებერვალი, 2016. 11:05
19 დეკემბერი, 2015. 13:29
05 ნოემბერი, 2015. 12:49
29 ოქტომბერი, 2015. 12:32
13 ოქტომბერი, 2015. 14:18
26 აგვისტო, 2015. 13:42
13 აგვისტო, 2015. 12:49
04 აპრილი, 2015. 10:36
03 აპრილი, 2015. 20:10
12 მარტი, 2015. 20:18
28 თებერვალი, 2015. 15:39
21 თებერვალი, 2015. 12:07
18 თებერვალი, 2015. 18:30
17 თებერვალი, 2015. 20:02