reportiori.ge - როგორ დაიგეგმა ნუგზარ წიკლაურის ცემა „ნაცმოძრაობის“ ელიტაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:37
პრეს-დაიჯესტი
როგორ დაიგეგმა ნუგზარ წიკლაურის ცემა „ნაცმოძრაობის“ ელიტაში
ავტორი:
10 აპრილი, 2014. 18:54

სრულიად საქართველო რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი დეპუტატის გალახვის ფაქტის მომსწრე გახდა. თანაც გაილახა დეპუტატი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ხალხში საკმაოდ დიდი დოზით აგრესიას იწვევს.


როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ფაქტის გამო, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდი ამბები ატეხეს და ძალოვანებს ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდეს, თუმცა, როგორც ასევე მოსალოდნელი იყო, კარგად დაგეგმილი თავდასხმის ფაქტის შესახებ გამოძიებას ჯერჯერობით რეალური ხელშესახები სამხილი არ გააჩნია. ყოველ შემთხვევაში, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
რატომ იყო ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა კარგად დაგეგმილი და როგორ, ან ვის მიერ განხორციელდა ეს აქტი, ამის შესახებ, „საღამოს გაზეთს" „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული წყარო ესაუბრება, რომელმას, საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.


სხვათა შორის, ამავე წყაროს მიერ იყო მოწოდებული ინფორმაცია დაახლოებით ორი თვის წინ, რომლის თანახმადაც, გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ყოფილ თანაგუნდელებს ემალებოდა, კონტაქტზე გასვლა მოახერხა და მას ბრალი პასუხისმგებლობისგან გაქცევაში დასდო და არცთუ კორექტული სიტყვებით მიმართა.
ჩვენი წყარო, ნუგზარ წიკლაურის ცემის დაგეგმვისა და განხორციელების ფაქტების შესახებ გვესაუბრება:


-რა იცით ამ საქმის შესახებ და რა არის ის სკანდალი, რომლის შესახებაც ჩვენი საუბრის დაწყებამდე განაცხადეთ?


-კითხვაზე კითხვით გიპასუხებთ, რატომ არ გაგიჩნდათ ჟურნალისტებს კითხვა, რომ ნუგზარ წიკლაური, რომელიც მუდმივად სამსახურეობრივი მანქანით გადაადგილდება და რომელსაც მძღოლი ემსახურება, რატომ იყო იმ საღამოს მარტო?


-არ ვიცი, ამ კითხვის გაჩენის შემთხვევაშიც, ვეჭვობ „ნაციონალურ მოძრაობას," თუ წიკლაურზე თავდასმა მართლა წინასწარ იყო მოწყობილი, - პასუხის გაცემა გასჭირვებოდა..


თუ გამოძიებას სწორ კვალზე დადგომა უნდა, საგამოძიებო ქმედებები სწორედ წიკლაურის მძღოლის დაკითხვით უნდა დაიწყოს. ვიცი, რომ ამ კუთხით მათ რაღაც ვერსიები უკვე შეიმუშავეს, მაგრამ ჭკვიან გამომძიებელს ნუგზარის მძღოლის გამოტეხვა არ უნდა გაუჭირდეს...


-გამოტეხვაში რას გულისხმობთ, მძღოლიც მონაწილეა ამ ფაქტის? 


-არა, არა. გამოძიება უნდა დაინტერესდეს სად იყო იმ საღამოს მძღოლი, რატომ არ იყო თავის უფროსთან ერთად, ვინ და რატომ გაათავისუფლა ის იმ დღეს სამსახურიდან და რა მოტივით. კიდევ ვიმეორებ, ამ თემაზე მაგათ არგუმენტები მოფიქრებული აქვთ, მაგრამ არა ისეთი, რომ გამოძიებამ მისი სიმართლე ვერ დაადგინოს.


-მაინც რა მოხდა იმ საღამოს?


თუ იმ საღამომდე?


-თუნდაც...


ეს ცემა, ფაქტის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დაიგეგმა. თავიდან საცემ ობიექტებს შორის სამი კანდიდატურა განიხილებოდა. ესენია გოკა გაბაშვილი, აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური. საბოლოოდ კი ამ სამიდან წიკლაური შეირჩა.


-და ვინ შეარჩია, ან წიკლაურმა იცოდა თუ არა ამის შესახებ?


როცა ამის დაგეგმვა დაიწყო, მასში ცნობადი სახეებიდან ორი პიროვნება, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია მონაწილეობდა. ყველა სხვა პირი, რომლებმაც ნუგზარ წიკლაურის ცემის ოპერაციის დაგეგმვაში მიიღეს მონაწილეობა, ყოფილი ძალოვნები იყვნენ და მათი სახელები და გვარები საზოგადოებისთვის უცნობია.
როცა კანდიდატურების განხილვა დაიწყო, გოკა გაბაშვილი რატომღაც თავიდანვე გამოირიცხა. გამოირიცხა აგრეთვე აკაკი მინაშვილიც, ბოკერიამ ნახევრად ხუმრობით თქვა კიდევაც, ეგ სანაცვლოდ გენმდივნობას მოითხოვსო.
ნუგზარ წიკლაური კი, იდეისთვის მებრძოლია და მაგათაც გათვლა სწორედ ამაზე გააკეთეს და არც შემცდარან, მისი დაყოლიება არ გასჭირვებიათ.


-რას ამბობთ...


კი ასე იყო და უფრო მეტიც, ის ტექსტებიც კი წინასწარ იყო შეთანხმებული, რაც წიკლაურს მეორე დღეს ჟურნალისტებთან უნდა ელაპარაკა.


-გამოდის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისივე წევრი თვითონვე გალახა?


მე „ნაციონალურ მოძრაობაში" თითქმის დღიდან მისი დაარსებისა ვარ და იქ ნამდვილად რწმენით შევედი. დამიჯერეთ, ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს თვალწინ ბევრი რამე მოხდა, ბევრი რამის მომსწრე გავხდი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი რამის დაგეგმვა და გაპიარება მაგათ არ უჭირთ.


-თუ ასეთი ფაქტების მომსწრე იყავი, რატომ არ წამოხვედი, მითუმეტეს, რომ ჩვენი წინა საუბრისას განაცხადეთ ძალიან მალე ხმაურიანად ვაპირებ პარტიის დატოვებასო...


ასე ადვილი არ არის. არც „ქართულ ოცნებაში" სხედან ისინი, როგორადაც თავს ტელევიზორში გაჩვენებენ. დამიჯერეთ, ბევრ ინფორმაციაზე მიმიწვდება ხელი და ვიცი რაც ხდება. არ იფიქროს არავინ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან" ვინც წავიდა, ისინი შინაგანი პროტესტის გამო წავიდნენ. სინამდვილეში, მათ ახალ მთავრობაში ჯერ საიმედო მფარველი იშოვეს და მერე გადახტნენ იქეთა ნავში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტიიდან წამოსვლა გადაწყვეტილი არ მაქვს. ჯერ მოვლენებს კიდევ დაველოდები...


-ისევ წიკლაურის თემას დავუბრუნდეთ, როდის გაიგო მან, რომ პარტიისთვის მისი გალახვა იყო აუცილებელი?


ძალიან მალე და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ძალიან მარტივად დათანხმდა. ხომ გითხარი, მაგას ბევრისგან განხვავებით იდეისთვის ბრძოლა შეუძლია და ზუსტად ამაზე ითამაშეს ბოკერიამ და უგულავამ...


-მაინც ძნელი დასაჯერებელია, ადამიანი საკუთარ ცემას ასე დათანხმდეს... 


მოდი აქედან დავიწყოთ, ჩატარდა თუ არა ცემის შემდეგ წიკლაურის სხეულის სრული ექსპერტიზა, ან მისი ტანსაცმლის და არის თუ არა აღმოჩენილი მის ტანზე რაიმე დაჟეჟილობა? ხო ძნელი წარმოსადგენია, რომ კაცს, რომელსაც ათამდე ადამიანი სცემს და მანქანაში ჩასატენად ეჭიდავება, „ფინგალები" მარტო სახეზე დარჩეს?


-ეგ არ ვიცი, მაგრამ იმ ფაქტზე, რომ ელექტროშოკი გამოიყენეს კითხვა არავის გასჩენია. საიდან უნდა ჰქონოდათ ელექტროშოკი?


გულუბრყვილო კითხვაა, ელექტროშოკის მოპოვება პრობლემა არავისთვის არაა დღეს, მითუმეტეს ყოფილი ძალოვნებისთვის. სხვათა შორის, ეს ელექტროშოკი წინასწარვე იყო განსაზღვრული, რომ მეტი დამაჯერებლობა შეეძინათ ვერსიისთვის, რომ დეპუტატი ძალოვნებმა სცემეს.


-რატომ შეფერხდა გამოძიება, ნუთუ მართლა ისე იმოქმედეს, რომ ერთი სამხილიც არ დაუტოვებიათ?


კიდევ ერთხელ გეუბნები, ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო დაგეგმილი და თვით ისეთი ნიუანსებიც კი იყო გათვალისწინებული, თუ ახლომახლო სად, რომელ სავაჭრო ობიექტზე იდგა სათვალთვალო კამერა და რა ინტენსივობით მოძრაობდნენ ამ ადგილას მანქანები, რომ იდენტიფიცირება არ ყოფილიყო შესაძლებელი. გიმეორებ, ეს ყველაფერი პროფესიონალების დაგეგმილი იყო.


-გამოდის, რომ სიურპრიზებს „ნაციონალური მოძრაობა" არც მომავალში მოგვაკლებს?


(ეცინება) ნამდვილად არ მოგაკლებთ.


-და მაინც, რას უნდა ველოდოთ?


ვნახოთ, ყველაფერს!


(ნატა ქობალია, „საღამოს გაზეთი")


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016