ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბზობის საზეიმო წირვის დროს ქადაგებისას განაცხადა.
"ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ დაცული უნდა იყოს უფლებები უმცირესობათა, უმცირესობაში მყოფთა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ვინ დაიცავს უმრავლესობას, ქართველ ხალხს ვინ დაიცავს. ქართველ ხალხს დაიცავს უფალი, უფალი გადააფარებს თავის კალთას და ჩვენ შევთხოვთ უფალს, წყალობას ნუ მოაკლებს საქართველოს", - ბრძანა უწმინდესმა.
როგორც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა აღნიშნა, "ჩვენ უნდა გვახსოვდეს ვინ ვართ და უნდა ვიფიქროთ არა მარტო უფლებებზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა პასუხისმგებლობა აკისრია ყოველ ჩვენგანს ღვთის, ერის, ადამიანისა და საკუთარი სულის წინაშე".