რამდენიმე წუთის წინ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა. ბრალდებულების ადვოკატების ნაწილმა დასკვნითი სიტვით გამოსვლა დაასრულა. შესვენების შემდეგ, სიტვით გამოსვლის შესაძლებლობა თავად ბრალდებულებსაც ექნებათ. როგორც ბაჩო ახალიას ბაჩო ახალაის დავოკატმა, გიორგი ონიანმა განაცხადა დაცვის მხარემ დასკვნითი სიტვით გამოსვლისას პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებები გააბათილა.
„დღეს საბოლოოდ გავაბათილეთ პროკურატურის მიერ წარმოდგენლი ბრალდებები, სრულიად ნათელია, რომ ბაჩო ახალიას ბრალეულობა არ იკვეთება, იმედი გვაქვს სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ბაჩო ახალას ამ ბრალდებასაც მოუხსნიან“-განაცხადა გიორგი ონიანმა. ადვოკატმა სასამართლოსთან ბაჩო ახალაის დასჯის მოთხოვნით გამართულ აქციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აქცია პროკურატურის მიერ იყო ორგანიზებული