reportiori.ge - დღეიდან მართლმადიდებლობის აღმსარებელნი ვნების შვიდეულში შეაბიჯებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:25
რელიგია
დღეიდან მართლმადიდებლობის აღმსარებელნი ვნების შვიდეულში შეაბიჯებენ
14 აპრილი, 2014. 14:27



ვნების შვიდეული – წლის მთავარი კვირაა ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში. ამ კვირის ყოველი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
  
დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს ახალი აღთქმის რამდენიმე მოვლენას: უნაყოფო ლეღვის ხის დაწყევლას და იგავებს ორ ძმასა და ბოროტ მევენახეებზე, რომლებიც სიმბოლურად განასახიერებენ ქრისტეს უარმყოფელ ისრაელის ხალხს და ყოველ ადამიანს, რომელსაც სასიკეთო ნაყოფი არ მოაქვს თავისი ცხოვრებით; ასევე მაცხოვრის წინასწარმეტყველებას, თავისი მომავალი ტანჯვის შესახებ.
   
ვნების შვიდეულის პირველ დღეს  ეკლესია იხსენიებს ძველი აღთქმის განსაკუთრებული ღირსებებით შემკულ პიროვნებას – იოსებ მშვენიერს. თავისი მართალი ცხოვრების გზაზე მან ბევრი სატანჯველი გამოიარა: იგი გაყიდეს ძმებმა, მას ცილი დასწამა ფარაონის კარისკაცის ცოლმა და მოხვდა საპყრობილეში. მაგრამ ღმერთი ყველა გასაჭირში ეხმარებოდა თავის რჩეულს. ბოლოს, სწორედ ფარაონის მრჩევლად ქმნილმა იოსებმა დიდსულოვანი მიმტევებლობით გადაარჩინა  ძმები და საყვარელი მამა შიმშილით სიკვდილისაგან. ამით ის იქცა ქრისტეს წინარესახედ, რომელმაც ადამიანებისაგან ვნებულმა, ჯვარცმულმა, მაგრამ  სიკვდილზე გამარჯვებულმა, თავისი აღდგომით  ხსნა მოუტანა ადამიანებს!


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016