reportiori.ge - ალექსანდრე შალამბერიძე: ანტიდისკრიმინაციული კანონი არ არის დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:32
საზოგადოება
ალექსანდრე შალამბერიძე: ანტიდისკრიმინაციული კანონი არ არის დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება
14 აპრილი, 2014. 14:56



არსებული რედაქციით  ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება არსებითად არ შეცვლის დღეს არსებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტატუსკვოს და არ გახდება დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება.“-ამბობს პარტია თავისუფალი საქართველოს" გენერალურ მდივან ალექსანდრე ალამბერიძერეპორტიორთან საუბარში. მისი თქმით, არსებული ვერსიით კანონის მიღება, სახალხო დამცველის კომპეტენციებს მცირედით აფართოებს.

 აუცილებელია სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება, რამაც უნდა მოიცვას სახალხო დამცველისთვის დამატებითი საკადრო და ფინანსურ-მატერიალური რესურსების გადაცემა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის დისკრიმინაციის აკრძალვის პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეპრესიული მექანიზმის აღდგენა. კანონპროექტში რეპრესიული მექანიზმის (დაჯარიმების) გაუქმება არსებითად ასუსტებს დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესს.

 

ასევე საჭიროა კანონპროექტში აისახოს ის პროცესუალური გარანტიები, როგორებიცაა მტკიცების ტვირთის მოპასუხე მხარისთვის დაკისრება, რათა ადგილი არ ჰქონდეს დისკრიმინაციას. სახალხო დამცველისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ინფორმაციის, დოკუმენტების წარდგენის ვალდებულების დაწესება. სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვის გონივრული ვადის დაწესება. მოცემული შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების უფლებები გაიზრდება სხვა ადამიანების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე.“-აცხადებს შალამბერიძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016