„პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მორატორიუმის გამოცხადება უცხოელი პარტნიორების მიერ დადებითად შეფასდება" -ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერის წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმი ხელისუფლების ლიბერალური პოლიტიკის კიდევ ერთი დასტურია.
„წინასაარჩევნოდ, უცხოელი პარტნიორი ქვეყნების და დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღებას იქცევს მთავრობის ეფექტური მუშაობა, მიგვაჩნია, რომ პრემიერის განცხადება მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით, არის ხელისუფლების ლიბერალური პოლიტიკის კიდევ ერთი დასტური, რასაც ვფიქრობთ მუდამ უკმაყოფილო საპარლამენტო ოპოზიციისაგან განსხვავებით, საერთაშორისო პარტნიორი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, დადებითად შეაფასებენ"-განაცხადა გრიგოლ გაგნიძემ.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს საარჩევნო უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების ეფექტურობა, დადებითად აისახება ამჟამინდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.