საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სოფელ აძვში, ოკუპანტების მიერ TV 3-ის გადამღები ჯგუფის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გადამღები ჯგუფის ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე უცნობია.
"ეს ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირის მისიას, იმისათვის რომ გაიგოს რა ხდება. გარდა ამისა, შსს-ში მოქმედებს ცხელი ხაზი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ ვიცით, სად წაიყვანეს ჩვენი ჟურნალისტები, რადგანაც მათთან კონტაქტი ჯერ-ჯერობით არ დამყარებულა. სამწუხაროა ის, რაც მოხდა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ TV 3-ის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. არხის პროდუსერის ეკა ქარდავას განცხადებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია, როგორც საგარეო უწყება ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაკავებულია 3 ადამიანი, ჟურნალისტი ბელა ზაქაიაძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ჩართვის ოპერატორი მიხეილ მიხოევი.